თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლიზ ბასილაშვილი (მსოფლიოს მე-80 ჩოგბურთელი) ტუნისში АТР Challenger-ის სერიის ტურნირზე ასპარეზობას წარმატებით აგრძელებს, რის შედეგადაც იგი მეოთხედფინალში გავიდა.
ტურნირის მეორე რაუნდში ბასილაშვილი ავსტრალიელი 18 წლის ალექსეი პოპირინს შეხვდა, რომელსაც АТР–ის რეიტინგში 1423–ე ადგილი უკავია. მიუხედავად შესამჩნევი განსხვავებისა, ბასილაშვილმა არცთუ მარტივად შეძლო მოწინააღმდეგის დამარცხება ორ სეტში – 7:5, 6:4.
პირველ პარტიაში პოპირინი ანგარიშით 4:2 იგებდა, მაგრამ გაცილებით დიდი გამოცდილების მქონე ბასილაშვილმა შეხვედრის უპირატესობა მის სასარგებლოდ შეატრიალა და შესაბამისად, დაწინაურდა კიდეც 7:5.
მეორე პარტია ჩოგბურთელმა გაცილებით დამაჯერებლად გამართა და რაღც მომენტში ანგარიში 5:1 დააფიქსირა, თუმცა სავარაუდოდ, ჩათვალა რომ წარმატება მის მხარეს იყო, თამაშის რიტმი შეამცირა, რის შედეგადაც მოწინააღმდეგეს ზედიზედ სამი გეიმი მისცა. საბოლოოდ, მატჩი, რომელიც 1,5 საათი გრძელდებოდა, ბასილაშვილის გამარჯვებით დასრულდა.
ნახევარფინალში გასვლისთვის ქართველი ჩოგბურთელი 26 წლის ატგენტინელ გვიდო ანდრეოცს შეხვდება, რომელმაც ორ სეტში ბულგარელი ეგორ გერასიმოვი დაამარცხა 6:4, 6:3.
ქართველმა ჩოგბურთელმა АТР–ს რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა >>
ტურნირი ტუნისში 22 აპრილამდე გაგრძელდება, მისი საერთო საპრიზო ფონდი 75 000 აშშ დოლარს შეადგენს.