ბასილაშვილმა ტუნისის ტურნირზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო

© Sputnik / Alexander Imedashviliქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე ავსტრალიელი სპორტსმენი იქნება

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრების ლიდერმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა (მსოფლიოს მე-80 ჩოგბურთელი) АТР Challenger-ის სერიის ტურნირზე ტუნისში ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო.

პირველ წრეში ბასილაშვილმა გერმანელ ტობიას კამკეს (213) ორ პარტიაში ანგარიშით 6:4, 6:3 იოლად მოუგო, თანაც თითოეულ სეტში ორ-ორი ბრეიკი გააკეთა.

მეოთხედფინალში გასვლაზე ბასილაშვილი18 წლის ავსტრალიელ ალექსეი პოპირინს (1423) შეხვდება, რომელმაც სამ სეტში სერბ ნიკოლა მილოიევიჩს ანგარიშით 4:6, 7:6, 6:3 მოუგო.

ქართველმა ჩოგბურთელმა АТР–ს რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა >>

ტურნირი ტუნისში 22 აპრილამდე გაგრძელდება, მისი საერთო საპრიზო ფონდი 75 000 აშშ დოლარს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0