ფანდურზე შესრულებული თანამედროვე მუსიკა და საოცარი ჯვრისწერა მყინვარწვერზე

© Photo: Courtesy of Bezhan Tsintsalashviliჯვრისწერა მყინვარზე
ჯვრისწერა მყინვარზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბეჟან წინწალაშვილი თითქმის ყველა ქართულ ხალხურ საკრავზე უკრავს. მუსიკის სიყვარულით დააარსა სტუდია „ქართველო“, სადაც ხუთიდან 35 წლამდე მოყვარულებს ქართულ საკრავებზე დაკვრას ასწავლის.

რომანტიულ-ქართული ბუნების წყალობით, საკუთარი ჯვრისწერა ერთ ლამაზ სიმღერად და დაუვიწყარ ამბად აქცია…

© Photo: Courtesy of Bezhan Tsintsalashviliჯვრისწერა მყინვარზე
ჯვრისწერა მყინვარზე - Sputnik საქართველო
ჯვრისწერა მყინვარზე

- ბეჟან, მოკლედ ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი დაამთავრეთ და… თითქმის ყველა ქართულ მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავთ.

— დიახ, ეს ფაკულტეტი დავამთავრე და ისე მოხდა, რომ პროფესიული არჩევანი მუსიკის სიყვარულმა გადაწონა. თითქმის ყველა ქართულ საკრავზე ვუკრავ: სალამურზე, ფანდურზე, ჩონგურზე, ჭიბონზე, ბანის ფანდურზე, ხალხურ ფანდურზე, ასევე ქართულ კონტრაბასსა და კლასიკურ ფანდურზე. ოჯახში დედაც და მამაც მუსიკალურები არიან და  მღერიან, ზოგადად მუსიკის ნიჭი გენებში გვაქვს. ფანდურზე დაკვრა მე ვასწავლე. პირველად ათი წლის ვიყავი, როცა მუსიკით დავინტერესდი, ფანდურით კი მას შემდეგ, რაც ერთხელ რომელიღაც ფოლკლორული ანსამბლის კონცერტს დავესწარი. იქ მოვისმინე როგორ უკრავნენ სალამურსა და ფანდურზე და მეც მომინდა, რომ მესწავლა.

-ანუ პროფესიულად მუსიკასთან შეხება არ გაქვთ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ შოუ-ბიზნესიც ბიზნესია…

— პრინციპში, ჩემს შემთხვევაში ისე გამოდის, რომ მუსიკისადმი გატაცება ბიზნესად ვაქციე, იმიტომ, რომ მაქვს ჩემი მუსიკალური სტუდია „ქართველო“, სადაც მოსწავლეებს ვიღებ. ეს სტუდია უკვე ჩემი საქმეა, რომელიც სხვების დაუხმარებლად ავაწყვე. სუფთა ფოლკლორს მე არ ვეხები, ძირითადად ქართულ მუსიკას და თანამედროვე, ახალი მიმართულების მუსიკას ვუკრავთ. მიხარია, რომ ჩვენში ფოლკლორიც ვითარდება და დროს მისდევს. დღეს ქართულ მუსიკას აღმავლობის ეტაპი აქვს, მას ძალიან ბევრი ახალგაზრდა ეუფლება. მე რაც მაქვს გეგმაში, ყველაფერს ეტაპობრივად ყველაფერს ვასრულებ. იდეაში რაც ჩვენი ფოლკორისა და ქორეოგრაფიის საფუძველს წარმოადგენს, ყველა იმ მუსიკის გათანამედროვება მინდა…

© Photo: Courtesy of Bezhan Tsintsalashviliბეჟან წინწალაშვილი
ბეჟან წინწალაშვილი - Sputnik საქართველო
ბეჟან წინწალაშვილი

- შარშან ია მანგოშვილზე დაიწერეთ ჯვარი და ჯვრისწერა მყინვარწვერზე მოხდა, ამ თემაზე დაწერილ სიმღერის კლიპს იხილავს ჩვენი მკითხველი…

— ეს იყო 27 ივლისს, ჩვენი ბედნიერების დღე, ჯვარი დავიწერეთ ყაზბეგში, მყინვარწვერზე „პატარა სამებაში", რომელიც ზღვის დონიდან 4000 მეტრზეა. იმ დღეს ყველაზე ლამაზი პატარძალი იყო და ყველაზე მაგარი მაყრიონი მყავდა. ამ ამბავს ლამაზი სიმღერა და კლიპი მივუძღვენი. სიმღერა ჯვრისწერამდე დავწერე და კლიპი ჯვრისწერის დღეებში გადავიღეთ, ძალიან ლამაზი გამოვიდა. მადლობა უფალს, რომ ამ დღის სახით ასეთი დიდი საჩუქარი გაგვიკეთა…

ყველა ახალი ამბავი
0