თბილისის ქუჩებში მალე ელექტროავტობუსი გამოჩნდება

გამოწერა
საქართველოში ელექტროავტობუსების ამწყობი ქარხნის აშენებას აპირებენ

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. უახლოეს დღეებში თბილისის ქუჩებში პირველად გამოჩნდება ელექტროავტობუსი, იუწყება „ავტორადიო“ კომპანია Fregobus–ის ხელმღვანელის, მურმან პატარაიას ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ელექტრომობილების დამუხტვის პირველი სადგური თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისიდან ბათუმისკენ – ელექტრომობილით

თბილისელები სამი კვირის განმავლობაში ივლიან ეკოლოგიურად სუფთა, უხმაურო ელექტროავტობუსით №61, რომელიც ბაგებიდან ორბელიანის მოედნამდე მოძრაობს.

„ეს არის სადემონსტრაციო 12–მეტრიანი ავტობუსი, 35 ადგილი პლუს მძღოლი, 100% ელექტრო, მსგავსი ტიპის თანამედროვე ავტობუსი პირველად ჩამოვა საქართველოში“, – განაცხადა მურმან პატარაიამ.

ელეტროავტობუსი თბილისში ჩამოჰყავთ პროგრამის ფარგლებში, რომლის თანახმად საქართველოში ელექტროავტობუსების ამწყობი ქარხნის მშენებლობა უნდა დაიწყოს.

 „საქართველო ელექტრომობილებს გამოუშვებს“>>

„გადავწყვიტეთ, სანამ ამწყობი ქარხანა აშენდება, სადემონსტრაციოდ ჩამოვიყვანოთ ეს ავტობუსი, რადგან ყველამ ნახოს, რამდენად კარგი, სასარგებლო და ეკონომიურია ის“, – განაცხადა პატარაიამ.

პროექტს კომპანია Fregobus–ი ჩინურ კომპანია ZTE–სთან და გერმანულ კომპანია Eurobus–თან ერთად ახორციელებს.


ყველა ახალი ამბავი
0