ლოუკოსტერი თბილისსა და საუდის არაბეთის სამ ქალაქს დააკავშირებს

გამოწერა
Flynas–ი საუდის არაბეთის სამი ქვეყნიდან თბილისში კვირაში სამჯერ იფრენს

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik.  საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანი კომპანია Flynas–ი თბილისის მიმართულებით საუდის არაბეთის სამი უმსხვილესი  ქალაქიდან პირდაპირი რეისების განხორციელებას ივნისიდან დაიწყებს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გაზაფხულიდან ფრენებს ახალი ქართული ავიაკომპანია დაიწყებს

ინფორმაცია საქართველოს პირველი ვიცე–პრემიერისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილისა და ავიაკომპანიის გენერალური დირექტორის ბანდერას ალმოხანას შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

Flynas–ი თბილისში ელ–რიადან, დამამიდან და ჯედადან კვირაში სამჯერ განახორციელებს ფრენებს,

ავიაკომპანია  Flynas–ი ავიაბაზარზე 2007 წლიდან არსებობს. იგი 30 თვითმფრინავს ფლობს, რომლებიც კვირის განმავლობაში ათასზე მეტ ფრენებს ახორციელებენ. ლოუკოსტერი 53 საერთაშორისო და 17 შიდა რეისებს ასრულებს.


ყველა ახალი ამბავი
0