გაზაფხულიდან ფრენებს ახალი ქართული ავიაკომპანია დაიწყებს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად საქართველოში ერთადერთი ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ფუნქციონირებს.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ახალი ქართული ავიაკომპანია MyWay Airlines ჩარტერული რეისების განხორციელებას მარტის ბოლოდან ან აპრილის დასაწყისიდან დაიწყებს რუსეთის, უკრაინის, ბელარუსის, ირანისა და ისრაელის მიმართულებით, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

MyWay Airlines ჩინურმა კომპანია Hualing Group-მა დააფუძნა. გასული წლის ნოემბერში ჩინეთიდან ქვეყანაში 43,4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ორი თვითმფრინავი იყო იმპორტირებული.

„ავიაკომპანიის ორი Boeing-737 უკვე თბილისშია. მესამეს ივლისის დასაწყისში, მეოთხეს კი წლის ბოლოსკენ, დეკემბერში ველოდებით", – განაცხადა ავიაკომპანიის კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა.

აფციაურის თქმით, შემდგომ განიხილება რეისების შესრულების შესაძლებლობა ევროპის ქვეყნებისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით. მან ასევე აღნიშნა, რომ ავიაკომპანია მომხმარებელს მიმზიდველ ფასებს შესთავაზებს.

ავიაფორუმი ბილტმორში - Sputnik საქართველო
რუსეთი მაქსიმალურად დაინტერესებულია ქართული ავიაბაზრით: ავიაკომპანიების გეგმები

ამჟამად ქვეყანაში ერთადერთი ეროვნული ავიაგადამზიდავი Georgian Airways ფუნქციონირებს, რომელსაც თავდაპირველად Airzena ეწოდებოდა.

ავიაკომპანია Airzena 1993 წელს შეიქმნა. თავიდან ის ჩარტერულ რეისებს ახორციელებდა რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, იტალიის, ეგვიპტის, ინდოეთის მიმართულებით, გარდა ამისა, რეგულარულ ავიარეისებს – ავსტრიაში. 1999 წელს კი ავიაკომპანია საქართველოს ეროვნული გადამზიდავი გახდა.

2004 წელს ავიაკომპანიას Georgian Airways — „საქართველოს ავიახაზები" ეწოდა, თუმცა დასახელება Airzena მოკლე საფირმო ნიშნის სახით დღემდე ფართოდ გამოიყენება.

კომპანია Hualing Group საქართველოს ტერიტორიაზე დიდ პროექტებს ახორციელებს. მან ქალაქის გარეუბანში ააშენა ოლიმპიური სოფელი ახალგაზრდული სპორტული ფესტივალისთვის Tbilisi 2015 და დღემდე განაგრძობს დიდი დასახლების მშენებლობას გარეუბანში.

Hualing Group-ის საქმიან აქტივობაში შედის ხე–ტყის დამზადება, ავეჯის წარმოება და საბანკო საქმიანობა (ჩინური მხარე ფლობს „ბაზის ბანკის" აქციების 90%-ს). ამჟამად საქართველოში "ჰუალინგ ჯგუფში" შემავალი 15 კომპანია ოპერირებს.

ყველა ახალი ამბავი
0