„ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ - ევროკავშირი ინიციატივას პრაქტიკული ნაბიჯებით დაუჭერს მხარს

გამოწერა
პრემიერ-მინისტრ გიოეგი კვირიკაშვილის სამშვიდობო ინიციატივა სამი ძირითადი მიმართულებისგან შედგება, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას გულისხმობს

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ პრაქტიკულ ნაწილში ევროკავშირიც ჩაერთვება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებაზე დაყრდნობით. 

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ": პრემიერის ინიციატივა აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობისთვის

გიორგი კვირიკაშვილის ახალი სამშვიდობო ინიციატივა  „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც პრემიერმა 4 აპრილს გაახმოვანა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. 

იანოშ ჰერმანის განცხადებით, პროექტის საპარლამენტო განხილვების შემდეგ,  ევროკავშირი საქართველოს არაკონტროლირებად რეგიონებში  მცხოვრები მოსახლეობის მხარდამჭერ მიმდინარე პროექტებს გადახედავს და, შესაბამისად, სამშვიდობო ინიციატივაში ჩაერთვება.

„ევროკავშირი მზადაა, პროექტის განხორციელებას დაუჭიროს მხარი, მათ შორის,  პრაქტიკული ნაბიჯებით.  ჩვენ ღრმად გავაანალიზებთ საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას და ვნახავთ, რა შედეგები ექნება მას თანამშრომლობის ჩვენივე პროგრამებში. ახლა, როცა ჩვენ  ხელთ გვაქვს ეს ინიციატივა, ვნახავთ რა გაუმჯობესება შეგვიძლია შევიტანოთ. ვხედავთ, რომ ამის გაკეთება რამდენიმე კონკრეტული მიმართულებით შეგვიძლია, მათ შორისაა ვაჭრობის შემსუბუქება, მობილობა, გაცვლა და განათლების მიმართულებება“, – აღნიშნა იანოშ ჰერმანმა. 

ფედერიკა მოგერინი - Sputnik საქართველო
ევროკავშირში კვირიკაშვილის ინიციატივას მხარი დაუჭირეს

პრემიერ-მინისტრის სამშვიდობო ინიციატივას ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინმა ერთ–ერთმა პირველმა დაუჭირა მხარი. მისი განცხადებით,  საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ წინადადებათა პაკეტს სიკეთის მოტანა შეუძლია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის ვაჭრობის, განათლებისა და მობილობის ხელშეწყობის გზით. 

სამშვიდობო ინიციატივების განსახორციელებლად მთავრობამ და საპარლამენტო უმრავლესობამ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს

პირველი — გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით. მეორე — ეს არის ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მესამე ინიციატივა უკავშირდება ისეთი მექანიზმის შექმნას, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს განვითარების შედეგად, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა.


ყველა ახალი ამბავი
0