რაზე მიანიშნებს მოსახლეობის ჭარბვალიანობა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliახოსპირელის ქუჩა
ახოსპირელის ქუჩა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ბანკი ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ საქართველოს მოქალაქეებზე გაცემული სესხების ოდენობა 2018 წლის თებერვლის განმავლობაში წინა თვესთან შედარებით 1.0 % ანუ 117.2 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 11.7 მილიარდ ლარის მიაღწია.

იურიდიული პირებზე ამავე პერიოდში  ეროვნული ვალუტით გაცემულმა სესხებმა —2.5 მლრდ ლარი (წინა თვესთან შედარებით 1.6 % —თ მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 6.8 მლრდ ლარი (0.9% —ით ნაკლები) შეადგინა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ საბანკო პროდუქტების ექსპერტ ანი ალიბეგაშვილის აზრით, ქვეყნებში, სადაც ბიზნეს სესხებზე მეტი წილი  სამომხმარებლო დაკრედიტებას უჭირავს, სიღარიბე აქტუალური პრობლემაა.

© FB / Ani Alibegashviliანი ალიბეგაშვილი
ანი ალიბეგაშვილი - Sputnik საქართველო
ანი ალიბეგაშვილი

„როდესაც მოსახლეობას აქვს ფინანსურ რესურსებზე წვდომის ასეთი საჭიროება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ზოგადად ქვეყანა არის ღარიბი და ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის საშუალო და დაბალ ფენაზე არ აისახება ისე ეფექტურად როგორც სასურველი იქნებოდა“-აღნიშნა ანი ალიბეგაშვილმა „Sputnik —საქართველოსთან“ საუბრისას.

საბანკო პროდუქტების ექსპერტის თქმით, სესხის აღება   მოქალაქეებს უწევთ ნებისმიერი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და  გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად.
მოსახლეობაში საკრედიტო დავალიანების სწრაფი ზრდის შეჩერებას ეროვნული ბანკი სპეცილური რეგულაციის შემოღებით გეგმავს. უწყება  უკვე მუშაობს შესაბამის დოკუმენტზე — პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოზე, რომლითაც სესხის მომსახურებისა და უზრუნვეყოფის კოეფიციენტების მაქსიმალური ლიმიტები უნდა განისაზღვროს.

ლარი - Sputnik საქართველო
ვის აწყობს და ვის არ აწყობს ლარის ზედმეტად გამყარება

ანი ალიბეგაშვილის აზრით, თუ ამ რეგულიაციით პროფესიული საქმიანიობით დაკავებულ ადამიანებზე სესხის გაცემას აიკრძალება, ეს მძიმე ტვირთად დააწვება ქვეყნის მოსახლეობას.
„პროფესიული საქმიანიბიდან მიღებული შემოსავალი აქვს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, იქნება ეს ოქრომჭედელი თუ ტაქსისი მძღოლი, შესაბამისად, თუ ეს რეგულაცია გულისხმობს, რომ ეს ადამიანები სესხს ვერ აიღებენ, მათ შეიძლება რაღაც მომენტში ჩრდილოვან ეკონომიკას მიმართონ და სხვა ალტერნატიული გზებით  მიიღონ  ფინანსურ რესურსებზე წვდომა“, — აღნიშნა საბანკო პროდუქტების ექსპერტმა.
ანი ალიბეგაშვილის შეფასებით,  ეს რეგულაცია მისასალმებელი იქნება თუ თითოეულ მსესხებელზე გაცემული პარალელური სესხების რაოდენობა შეიზღუდება და ამის მონიტორინგიც უფრო მკაცრად მოხდება.
რაც შეეხება ე.წ. „პრობლემურ სესხებს“ ანი ალიბეგაშვილის თქმით, მათი წილი კომერციული ბანკების მთლიან საკრედიტო პორტფელში ბოლო წლებში სტაბილურია და საშუალოდ 2%-დან-2,3 %-მდე მერყეობს.
სასამართლოს სიმბოლოები - Sputnik საქართველო
სასამართლო დავები ბიზნესისათვის ჯერ კიდევ პრობლემად რჩება

ეროვნული ბანკის ცნობით, თებერვლის თვეში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 13.9 მლნ ლარით შემცირდა და 381.4 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში კი 1.7 პროცენტი იყო.
2018 წლის თებერვალში კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა, უცხოეთის მოქალაქეებზე გაცემული სესხების ჩათვლით, წინა თვესთან შედარებით 49.8 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 21.9 მლრდ ლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 142.2 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 92.3 მლნ ლარით შემცირდა.


ნატა პატარაია

ყველა ახალი ამბავი
0