ვის აწყობს და ვის არ აწყობს ლარის ზედმეტად გამყარება

© photo: Sputnik / Stringerლარი
ლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა გავლენას ახდენს არასტაბილური ლარი ქვეყნის ეკონომიკაზე - ექსპერტის მოსაზრება

2018 წლის 3 აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3941 შეადგინა.

ეკონომისტ ვეფხია გიორგაძის თქმით, ბაზარზე სავალუტო ინტერვენცია ეროვნულმა ბანკმა წელს პირველად განახორციელა

„სავალუტო ინტერვენციას ეროვნული ბანკი ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბაზარზე ლარის კურსი სწრაფად მერყეობს: იზრდება, ან მცირდება. როცა ეროვნული ვალუტა ძალიან უფასურდება, ბანკი ყიდის დოლარს თავისი რეზერვებიდან და ამით ამცირებს ბაზარზე ლარის მასას და ან პირიქით — ყიდულობს დოლარს და ზრდის მოთხოვნას მასზე", —აღნიშნა ეკონომისტმა ვეფხია გიორგაძემ „Sputnik — საქართველოსთან" საუბრისას.

ეროვნული ვალუტა ლარი - Sputnik საქართველო
პირველი მერცხალი – ლარის „აიწონა-დაიწონა“ და „საოცნებო“ ფასები!

საერთოდ სავალუტო აუქციონის ჩატარების სხვა მიზეზებიც არსებობს მაგალითად — საერთაშორისო რეზერვების შევსება, და/ან კერძო და სახელმწიფო საგარეო სალდოს დაბალანსება.

ვეფხია გიორგაძის აზრით, ამჯერად ეროვნულმა ბანკმა დოლარი იმიტომ იყიდა, რომ ლარის კურსმა ზედმეტად გამყარება დაიწყო. ეროვნული ვალუტის გამყარების მიზეზი კი დღეს არსებული ფუნდამენტური ფაქტორები, მკვეთრად გაუმჯობესდებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გახდა. კერძოდ: ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, საგარეო ვაჭრობა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, საგარეო ვალი, ფულადი გზავნილები.

ფისკალური პოლიტიკა გულისხმობს მთავრობის გადაწყვეტილებებს გადასახადებსა და სამთავრობო დანახარჯებზე.

ფულის დათვლა - Sputnik საქართველო
თვალი მიჭირავს ბანკზედა, როგორც მიმინოს მწყერზედა...

„წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაჭარბებით ხარჯვას ადგილი არ ჰქონია, პირიქით საგადასახადო ამოღება აჭარბებდა გასავალს და შესაბამისად ლარის მასაზე მას გავლენა არ მოუხდენია. რაც შეეეხება მონეტარული პოლიტიკას, რომლის ძირითადი მიზანია ქვეყანაში ფასების სტაბილურობა, მისმა გამკაცრებამ 2017 წლის ბოლოს გამოიწვია რეფინანსირების სესხის მნიშვნელოვანი შემცირება და შესაბამისად ამან დადებითად იმოქმედა ფულის მასაზე, შეამცირა ლარის ფულადი მასა/მოცულობა" — აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ.

რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას სახეზე გვაქვს გაუმჯობესებული სავაჭრო ბალანსი, შემცირებულია უარყოფითი სავაჭრო სალდო. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელიც, რაც თავის მხრივ საგადასახადო სისტემაში „ესტონური მოდელის" შემოღებით არის განპირობებული. რაც შეეხება საგარეო ვალს, ის წელს არც გაზრდილა და არც გასტუმრებულა. შედეგად არც ფულის მასაზე მოუხდენია გავლენა. ხოლო ასევე გაზრდილია საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილებების მოცულობა და ტურიზმიდან შემოსული შემოსავალიც.

გამყარებული ლარის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ვეფხია გიორგაძის აზრით, ლარის გამყარება პირველ რიგში დადებითად მოსახლეობის ჯიბეზე აისახება.

„თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა (მინიმუმ 80%-ით), სადაც ასევე იპოთეკური და სამომხმარებლო სესხების 60%-ზე მეტი დოლარში არის გაცემული, რა თქმა უნდა ლარის გამყარება დადებითად აისახება ჩვენს ჯიბეზე."- აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ.

ლარის სტაბილურად გამყარება იწვევს თანდათანობით ინფლაციის შემცირებას, რაც გამოიხატება სამომხმარებლო კალათაში შემავალ პროდუქციაზე ფასების კლებაში და რაც თავის მხრივ გაზრდის მოსახლეობის მსყიდველობით უნარს.

ლარი და დოლარი - Sputnik საქართველო
ლარიზაციის „წლისთავი“ და იმედგაცრუებული „ჭირისუფალი“...

უარყოფითად კი ზედმეტად გამყარებული ლარი ექსპორტზე აისახება. რადგან მყარი ლარი ექსპორტიორებისთვის მოკლე ვადიან პერიოდში არის ნაკლები ლარი და ნაკლები საექსპოტო საქონელი, ნაკლები შეძენილი ნედლეული.

გამყარებული ლარი გარკვეულწილად აძვირებს ტურიზმსაც, რადგან ტურისტებს უფრო მეტ დოლარზე ნაკლები პროდუქტის ან მომსახურების ყიდვა შეუძლიათ.

ყველაზე მომგებიანი ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის, როგორც საშუალოვადიან ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში, მაინც ეროვნული ვალუტის სტაბილურობაა, და არა არაპროგნოზირებადი მისი გამყარება ან გაუფასურება. სტაბილური ლარი ხელს უწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას და აძლევს ბიზნესს გრძელვადიანი პროგნოზებისა და გათვლების გაკეთების შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს.

4 აპრილს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,3929 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0123 ლარით გამყარდა. 5 აპრილს კი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,3912 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0012 ლარით გამყარდა.

 

ნატა პატარაია

 

ყველა ახალი ამბავი
0