თბილისის ტურისტულ ადგილებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა

© Sputnik / Alexander Imedashviliკაფე ძველ თბილისში
კაფე ძველ თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიდები და ძველი თბილისის კაფეების პერსონალი საუბრობს მათხოვარი ბავშვების აღმაშფოთებელ საქციელზე, რომლებიც ტურისტებს ფულს სძალავენ

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. ძველი თბილისის ქუჩებში, სადაც ტურისტების სიმრავლე შეინიშნება, დაცვის პოლიციის 30 თანამშრომელი კრიმინალურ პოლიციასთან ერთად პატრულირებას განახორციელებს, იუწყება ტელეარხი Imedi.

თბილისის ტურისტულ ადგილებში დაცვის გაძლიერების საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად არასრულწლოვანი მათხოვრები გააქტიურდნენ. ისინი დაჟინებით სთხოვენ ფულს ტურისტებს ან მათთვის ფულის წართმევას ცდილობენ. ისინი უცხოელებს ტანსაცმელზე ექაჩებიან, ფეხებზე ეკიდებიან, გავლის საშუალებას არ აძლევენ, ჯიბეებში ხელებს უყოფენ.

ტურისტები ყვებიან, რომ მათხოვარი ბავშვები მათთვის საფულისა და ტელეფონის მოპარვას ცდილობდნენ. ერთ-ერთი ტურისტის თქმით, იმის გამო, რომ მან ფული არ მისცა, ახალგაზრდა მათხოვარმა ქალმა მას სახეში შეაფურთხა.

საპატრულო პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
საქართველოში კრიმინალი თითქმის მეოთხედით გაიზარდა

„მაგიდებიდან საჭმელს იპარავენ, მათხოვრობენ, ძალადობენ, მერე გარბიან, იგინებიან, იფურთხებიან. ეს ძალიან დიდი პრობლემაა“, — განაცხადა ძველი თბილისის ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერმა ირმა ხითარიშვილმა.

დაჟინებულ არასრულწლოვან მათხოვრებს ყოველდღე აწყდებიან გიდებიც, რომლებიც მათგან ტურისტების დაცვას ცდილობენ და ხშირად მათი აგრესიის მსხვერპლი თავადაც ხდებიან.

„ვცდილობდი დამეცვა ჩემი ტურისტები, მათ პატარა ბავშვი ჰყავდათ. იმ მომენტში, როდესაც ისინი ჩანთის წართმევას და საფულის მოპარვას ცდილობდნენ, შევეცადე მათთვის ხელი შემეშალა. ამის გამო ერთი გოგონა მომიბრუნდა და სახეში ხელი გამარტყა. მივხვდი, ჩემი საქმე ცუდადაა. ზუსტად ვიცოდი, რომ ხელს თუ შევუბრუნებდი, ყველას ფიზიკურ შეურაცხყოფას მოგვაყენებდნენ… სამი დღით ჩამოსული ტურისტი სამი დღის განმავლობაში პოლიციიდან პოლიციაში უნდა ვატარო? აქედან რა შთაბეჭდილებებით წავლენ?“, — აცხადებს გიდი ნატალია მოდებაძე. 

გიდი მირა მაისურაძე აცხადებს, რომ თითოეული ექსკურსია თბილისში იწყება და მთავრდება ამ ადამიანებთან ბრძოლით. მისი თქმით, შარდენის ტერიტორიაზე მათ უცხოელი დელეგატები გაძარცვეს. სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ ძველ თბილისში პოლიციელების რაოდენობა გაზარდეს.

ნაავარიევი მანქანა - Sputnik საქართველო
ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის 19 ათას მძღოლს მართვის უფლება ჩამოერთვა

„რამდენადაც მე ვიცი, ეს იყო 20-კაციანი დელეგაცია და მათ 3-4 ათასი ლარი მოპარეს… ტურისტებს პრობლემები უკვე აეროპორტიდან ეწყებათ. მაგალითად, თუ ჩემ შემთხვევას გავიხსენებ, ჩემმა სტუმარმა ტაქსის მძღოლს აეროპორტიდან აღმაშენებლის გამზირამდე 200 დოლარი გადაუხადა“, — იხსენებს მაისურაძე.

მეიდანი, რიყე, ლეღვთახევი, ღვინის აღმართი, ლესელიძე, ერეკლეს ქუჩა, შარდენი — ეს არასრული სიაა ქუჩების, სადაც ტურისტებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

მათხოვარ ბავშვებს არ აქვთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. კანონის თანახმად, მშობლები ან მეურვეები, რომლებიც ბავშვებს ქუჩაში მუშაობას აიძულებენ, უნდა დაისაჯონ.

ამ ბავშვების დასაცავად მუშაობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ოთხი მობილური ჯგუფი. ნებისმიერ მოქალაქეს 09:00 სათიდან 18:00 საათამდე (უქმე დღეების გარდა) შეუძლია დარეკოს ცხელ ხაზზე 15-05 და გამოიძახოს ეს ჯგუფი.


ყველა ახალი ამბავი
0