თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ქართველმა მოხმალავე ნიკა შენგელიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა მოფარიკავეთა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (U-23), რომელიც ერევანში მიმდინარეობს.
ფინალურ პაექრობაში შენგელია იტალიელ დარიო კავალიერესთან ანგარიშით 6:15 დამარცხდა.
მანამდე კი შენგელიამ ტურნირის მერვედფინალში რუს ვასილი შირშოვს ანგარიშით 15:14 მოუგო. მომდევნო რაუნდში იგივე ანგარიშით მან ისრაელის წარმომადგენელ კონსტანტინ ვორონოვს სძლია, ხოლო ნახევარფინალში ფრანგ ბაპტისტ დუბარის ანგარიშით 15:12 აჯობა.
მოფარიკავეთა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 19 აპრილამდე გაგრძელდება.