ირმა ხეცურიანი: ეს გამარჯვება დიდი ნახტომი იყო ჩვენთვის
„რაპირით ფარიკაობაში მესამე საპრიზო ადგილი მოვიპოვე. ნინა თიბილაშვილმაც არაჩვეულებრივად იასპარეზა. მანაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. იმედი მაქვს, შემდეგ უკეთესი სინჯის მედლებით დავბრუნდებით“, — ამბობს ირმა ხეცურიანი.
მეოთხედფინალში ირმა ხეცურიანმა მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მეტოქე, ბელარუსი ალესია მაკრიცკაია დაამარცხა. ამ გამარჯვებით ირმა საუკეთესო ოთხეულში მოხვდა.