ვის დაუფარავს სახელმწიფო იპოთეკურ სესხს

© photo: Sputnikსაქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის ტერმინალები
საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის ტერმინალები - Sputnik საქართველო
გამოწერა
2018 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხის დაფარვის მოთხოვნით, განაცხადი 555-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო იპოთეკურ სესხს 100 დევნილ ოჯახს დაუფარავს, იპოთეკური სესხის დაფარვისათვის ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა კი ერთ ოჯახზე 20 000 ლარს შეადგენს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის დაფარვის“ პროექტს სამინისტრო 2015 წლიდან ახორციელებს. ერთჯერადი ფულადი დახმარება იმ დევნილ ოჯახებზე გაიცემა, რომლებსაც იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ ბინა ან სახლი და რომელიც ოჯახის ერთადერთ ფაქტობრივ საცხოვრებელს წარმოადგენს. 

ეკომიგრანტი ოჯახებს შესყიდული სახლები დაუკანონეს - Sputnik საქართველო
ლაგოდეხში 94 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა

უწყების ცნობით, 2018 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხის დაფარვის მოთხოვნით, განაცხადი 555-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიანიჭა და სია გამოაქვეყნა. 

„სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა ეძლევათ, წარმოადგინონ დამატებითი დოკუმენტაცია, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მათთვის მინიჭებულ წინასწარ ქულებზე. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სამინისტრო განახორციელებს დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულების კორექტირებას. კორექტირებული სია გამოქვეყნდება სამინისტროს ვებ-გვერდზე“, — აღნიშნულია განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, მონიტორინგის განყოფილება გადაამოწმებს მინიჭებულ ქულებს, რის შემდეგაც განაცხადები გადაწყვეტილების მისაღებად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება. კომისიის მუშაობის პროცესში ჩართულები იქნებიან სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დევნილთა სამინისტროს მიერ შესყიდული სახლი - Sputnik საქართველო
პროექტ „სოფლად სახლის“ შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხები გაიზარდა

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 267 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია.

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0