ფოთის თეატრი სამხატვრო ხელმღვანელის გარეშე დარჩა

© FB / Poti and Khobi Dioceseფოთის თეატრი სამხატვრო ხელმღვანელის გარეშე დარჩა
ფოთის თეატრი სამხატვრო ხელმღვანელის გარეშე დარჩა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით მღებრიშვილი წასვლის მიზეზებზე არ საუბრობს.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ხელმძღვანლის გარეშე დარჩა — დავით მღებრიშვილმა დაკავებული პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება ფოთის თეატრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

„მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ფოთის თეატრი! ვითარება, რომელიც ამჟამად ფოთის თეატრშია ჩემთვის, როგორც პროფესიონალისთვის, ადამინისათვის და რიგითი მოქალაქისთვის გაუსაძლისი, მიუღებელი და შეურაცხმყოფელია! მიზეზებზე, დაწვრილებით მოგახსენებთ მოგვიანებით! ყველაფერს დავარქმევ თავის სახელს!”, — ნათქვამია განცხადებაში. 

ფოთის თეატრის ჭერი - Sputnik საქართველო
ინციდენტი ფოთის თეატრში - ჩამონგრეულია ჭერის ფრაგმენტი

როგორც ცნობილია, დავით მღებრიშვილმა თანამდებობის დატოვებამდე, საქართველოს პროკურატურას  ღია წერილით მიმართა. სამხატვრო ხელმღვანელმა აღნიშნული უწყებისგან თეატრის შენობის ავარიულ მდგომარეობაზე კონკრეტული პასუხები მოითხოვა.

დავით მღებრიშვილს თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

2014 წლის 1 ივნისს ფოთის თეატრის შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა, რომელიც 9 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მიმდინარე სამუშაოებისთვის სულ ბიუჯეტიდან 11 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. მიუხედავად ამისა, დღეს თეატრი ავარიულ მდგომარეობაშია. მიმდინარე წლის 6 თებერვალს კი ფოთის თეატრში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. 



ყველა ახალი ამბავი
0