ფეხბურთი აერთიანებს - ბელიაშვილზე ამხანაგური მატჩი ტარდება

© Sputnik / Levan Avlabreliამხანაგური მატჩი
ამხანაგური მატჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მატჩში თბილისის მერი კახა კალაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობიაშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მონაწილეობენ.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე საფეხბურთო მოედანზე ამხანაგური მატჩი ტარდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კვირას, 8 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ დიღმის მასივში, ბელიაშვილის ქუჩაზე ჯოხებით შეიარაღებულმა რამდენიმე მამაკაცმა თავდაპირველად შავკანიანი ახალგაზრდების სპორტული მოედნიდან გაძევება დაიწყო,  სადაც ისინი ფეხბურთს თამაშობდნენ, ხოლო შემდეგ – მათი ცემა. დაშავებულები მიიჩნევენ, რომ ინციდენტი რასობრივი კუთვნილების გამო მოხდა, ხოლო ადგილობრივები აცხადებენ, რომ ინციდენტი იმის გამო დაიწყო, რომ შავკანიანი მამაკაცები ბავშვებს ფეხბურთის თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ.

საპატრულო პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
ადვოკატი: კალაძის ინიციატივა საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით კომიკურია

თბილისის მერის ინიციატივით, დღეს იმავე სტადიონზე კონფლიქტის მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩი ტარდება.

მატჩში თბილისის მერი კახა კალაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობიაშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც მონაწილეობენ.

„ძალიან მიხარია, რომ ჩემს ინიციატივას გამოეხმაურა ფეხბურთის ფედერაცია, ლევან კობიაშვილი, ადგილობრივი მოსახლეობა და ასევე ახალგაზრდა ბიჭები, ვისთანაც მოხდა დაპირისპირება და გაურკვევლობა. რაც მოხდა ძალიან ცუდია. დღეს ჩვენ ვატარებთ ამხანაგურ შეხვედრას. მიხარია, რომ სპორტი, ფეხბურთი აერთიანებს. სასიხარულოა, რომ ამ ამხანაგურ თამაშში ყველა იღებს მონაწილეობას. ეს არის სამოქალაქო ინიციატივა, რომელსაც ვერაფერი და ვერანაირი წინაღობა ვერ დახვდება წინ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
შავკანიანებთან ჩხუბის მიზეზები: მედიის ვერსიები

როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელ გუნდში ითამაშებს.

„მაისურებზე გვაწერია ყველას თანასწორობა. ჩვენი მიზანია, რომ ყველა იმ ინციდენტის შემდეგ დავდგეთ ერთად. რაც მოხდა სასიამოვნო ნამდვილად არავისთვის არ ყოფილა და სასიამოვნოა ის, რომ დღეს ყველა ერთად შევიკრიბეთ და სიმბოლურად ვითამაშებთ”, – განაცხადა კობიაშვილმა.


ყველა ახალი ამბავი
0