„საქართველოს სიმფონიეტა“ რეგიონებში კონცერტებს გამართავს

© Courtesy of Georgian Kammerorchester Ingolstadtკამერული ორკესტრი
კამერული ორკესტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თელავში, დუშეთში, რუსთავში, ზუგდიდსა და სტეფანწმინდაში გამართულ საღამოებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სამუსიკო სკოლების წარჩინებული მოსწავლეებიც

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობის მასშტაბური პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ კონცერტებს საქართველოს რეგიონებში გამართავს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
სახელმწიფო პროექტს Check in Georgia მთლიანად არ დააფინანსებს

პროექტი Check in Georgia მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, 2016 წლის აპრილიდან დაიწყო. პროექტის მიზანი საქართველოს საერთაშორისო იმიჯის ამაღლებაა.

გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტების ჩატარება საქართველოს ხუთი სხვადასხვა რეგიონის შვიდ ქალაქში იგეგმება.

თელავში, დუშეთში, რუსთავში, ზუგდიდსა და სტეფანწმინდაში გამართულ საღამოებში „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სამუსიკო სკოლების წარჩინებული მოსწავლეები. მცხეთაში კი პირველად შესრულდება ბაროკოს ეპოქის მუსიკა.

პროგრამის მოსამზადებლად ორკესტრთან იმუშავებს გერმანელი მევიოლინე და დირიჟორი კრისტოფ მაიერი, რომელიც ასევე მიიღებს კონცერტში მონაწილეობას. 

სახელმწიფო კამერული ორკესტრი 2008 წელს შეიქმნა,  2010 წელს კი მას სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0