საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 36 პროცენტით გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მგზავრთნაკადმა ქვეყნის აეროპორტებში გასული წლის პირველ კვარტალში 621,2 ათასი ადამიანი შეადგინა

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოს აეროპორტებით 2018 წლის სამ თვეში 839,6 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 36%–ით მეტია, აღნიშნულია „გაერთიანებული აეროპორტები საქართველოს“ განცხადებაში.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 2017 წელს მიიღო 528,1 ათასი მგზავრი, ხოლო 2018 წლის პირველ სამ თვეში – 724 ათასზე მეტი (ზრდა +37%).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2017 წელს მიიღო 67,8 ათასზე მეტი მგზავრი, ხოლო 2018 წლის სამ თვეში – 78 ათასზე მეტი (ზრდა +15%).

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა გასულ წელს მიიღო 26,6 ათასი მგზავრი, ხოლო წელს – 36,7 ათასზე მეტი (ზრდა +55%).

მარტიდან „აირზენა" 11 ახალ რეისს შეასრულებს>>

რაც შეეხება მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებს, მათ 2018 წელს მიიღეს 806 მგზავრი და შეასრულეს 50 რეისი, აცხადებენ „გაერთიანებული აეროპორტები საქართველოში“.

 

ყველა ახალი ამბავი
0