თამაზ ელიზბარაშვილი ახალ სკანდალში ეხვევა — აღიძვრება თუ არა სისხლის სამართლის საქმე

© photo: Sputnik / Denis Aslanovთამაზ ელიზბარაშვილი
თამაზ ელიზბარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ საქართველოს „მთავარი მეძაღლის“ ქცევას სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა, რაზე პასუხადაც თამაზ ელიზბარაშვილმა დაწერა, რომ საერთოდ გააუქმებს ძაღლების თავშესაფარს.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. ინტერნეტით გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ურტყამს ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი თამაზ ელიზბარაშვილი თავში საკუთარ თანამშრომელს. 

ოქროსფერი რეტრივერის ლეკვები ჭამისას - Sputnik საქართველო
მომაკვდინებელი ქიმიკატი: ძაღლის საკვებში ევთანაზიის საშუალება აღმოაჩინეს

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება ძალადობის ფაქტზე დაიწყო. 

„გამოძიებას საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 11 აპრილს მედიით გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი — თ.ე. თავის თანამშრომელს — ბ.ე.-ს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს“, — ნათქვამია უწყების საიტზე.

თავად თამაზ ელიზბარაშვილმა გამოცემა primetime.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ თანამშრომელი ალკოჰოლის სიყვარულის გამო დასაჯა.  

ელიზბარაშვილის თქმით, ის ორჯერ დაეხმარა ბ.ე.-ს, რომ მას სმა მიეტოვებინა, მაგრამ ორივე მცდელობა მარცხით დასრულდა. ხოლო ომ დღეს, როდესაც ინციდენტი მოხდა, აღმაშენებლის  ხეივნიდან დაურეკეს და სთხოვეს, თავშესაფარში გადაეყვანა ჯაჭვით დაბმული ძაღლი. ადგილზე მისულს კი ძაღლთან ნასვამი თანამშრომელი დახვდა — შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე. 

თავშესაფრის მეპატრონე განმარტავს, რომ ჯაჭვით დაბმული ძაღლები აგრესიულები არიან და ალკოჰოლის სუნს შეუძლია მდგომარეობიდან გამოიყვანოს ცხოველი. სწორედ ამ ფაქტმა გააღიზიანა ელიზბარაშვილი. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს „მთავარი მეძაღლის“ ქცევას სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა, რაზე პასუხადაც თამაზ ელიზბარაშვილმა დაწერა, რომ საერთოდ გააუქმებს ძაღლების თავშესაფარს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0