„ჩემი მეგობარი“: მარგველაშვილმა ალიევს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

© Sputnik / STRINGERპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი შედეგებით, ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ გაიმარჯვა

თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა მიულოცა.

არჩევნები - Sputnik საქართველო
საქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქეები ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევენ

აზერბაიჯანში ოთხშაბათს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც, წინასწარი შედეგებით, ილჰამ ალიევმა გაიმარჯვა. ბიულეტენების 90%–ზე მეტის დამუშავების შემდეგ ცნობილია, რომ მოქმედ პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ამოამრჩევლის 86,09%–მა დაუჭირა მხარი. არჩევნებში ამომრჩეველთა 74,51% მონაწილეობდა.

„გულითადად ვულოცავ ჩემს მეგობარს, ბატონ ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას. მტკიცედ მწამს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები კვლავაც განვითარდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. ვუსურვებ ბატონ პრეზიდენტს წარმატებას მის სახელმწიფოებრივ საქმიანობაში აზერბაიჯანელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“, – დაწერა მარგველაშვილმა Facebook–გვერდზე.

აზერბაიჯანის ცესკომ არჩევნების შედეგები 11 დღის განმავლობაში უნდა შეაჯამოს და დასამტკიცებლად საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინოს.

ქვეყნის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საპრეზიდენტო ვადა შვიდ წლამდე გაიზარდა, ამიტომ ქვეყანაში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წელს ჩატარდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0