საქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქეები ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევენ

გამოწერა
აზერბაიჯანის მომავალი პრეზიდენტისთვის ხმის მიცემას მოქალაქეები ქვეყნის საზღვრებს გარეთ არსებულ 41 საარჩევნო უბანზე შეძლებენ

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik.  აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება – საქართველოში მცხოვრები ან დროებით მყოფი აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის თბილისსა და ბათუმში საარჩევნო უბნებია გახსნილი.

საარჩევნო უბნები თბილისში აზერბაიჯანის საელჩოში, ბათუმში კი აზერბაიჯანის საკონსულოში ადგილობრივი დროით 19:00 საათამდე იქნება გახსნილი. 

 „საარჩევნო უბნები დილის რვა საათზე გავხსენით. ჯერჯერობით ამომრჩეველთა დიდი აქტივობა შეიმჩნევა. საქართველოს ტერიტორიაზე არჩევნებში მონაწილეობენ ის აჯერბაიჯანელები, რომლებიც საქართველოში დროებით ცხოვრობენ, სწავლობენ ან მუშაობენ სხვადასხვა ორგანიზაციებსა და კომპანიებში“, – განაცხადა „Sputnik საქართველოსთან“  აზერბაიჯანის საელჩოს მესამე მდივანმა სამირა აღაევამ, რომელიც თბილისში საარჩევნო კომისიის წევრია. 

არჩევნები - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

საქართველოში აზერბაიჯანის საკონსულოში სულ 557 მოქალაქეა დარეგისტრირებული, თუმცა, მათი რიცხვი შეიძლება გაიზარდოს გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

ქვეყნის პრეზიდენტობის პოსტზე რვა კანდიდატურაა წარდგენილი, მათ შორისაა აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.  არჩევნებზე ხმის მიცემის უფლების მქონე ხუთ მილიონზე მეტი  მოქალაქე სახელმწიფო მეთაურს  125 საარჩევნო ოლქში 5641 საარჩევნო უბანზე  აირჩევს. 41 საარჩევნო უბანი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაიხსნება. უცხოეთის 32 ქვეყანაში  საარჩევნო უბნები აზერბაიჯანის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში გაიხსნება.


ყველა ახალი ამბავი
0