აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

© photo: Sputnik / Taleh Mahmudovარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანში ქვეყნის პრეზიდენტს პირველად აირჩევენ შვიდი წლის ვადით

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik.  აზერბაიჯანში ოთხშაბათს  რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება, იუწყება „Sputnik აზერბაიჯანი“.

არჩევნებზე ხმის მიცემის უფლების მქონე ხუთ მილიონზე მეტი  მოქალაქე სახელმწიფო მეთაურს  125 საარჩევნო ოლქში 5641 საარჩევნო უბანზე  აირჩევს. 41 საარჩევნო უბანი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაიხსნება. უცხოეთის 32 ქვეყანაში  საარჩევნო უბნები აზერბაიჯანის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში გაიხსნება.

ქვეყნის პრეზიდენტობის პოსტზე რვა კანდიდატურაა წარდგენილი, მათ შორისაა აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. 

საქართველოს და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები გიორგი კვირიკაშვილი და არტურ რასიზადე - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების გასაღრმავებლად

აზერბაიჯანის კანონმდებლობის თანახმად, არ არის გათვალისწინებული სავალდებულო ამომრჩეველთა აქტივობის ზღვარი, რის გამოც არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით,  არჩევნების მიმდინარეობას  900 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება. ადგილობრივი დამკვირვებლების რიცხვი კი 58 ათასია.

ქვეყნის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საპრეზიდენტო ვადა შვიდ წლამდე გაიზარდა, ამიტომ ქვეყანაში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წელს ჩატარდება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0