თბილისში პირველი „ვირტუალური მუზეუმი“ გაიხსნება

© Sputnik / Alexander Imedashviliმშვიდობის ხიდი
მშვიდობის ხიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ვირტუალური მუზეუმის“ სიაში, თავდაპირველად, კულტურული მნიშვნელობის ათი ძეგლი შევა, მათ შორის, მცხეთა, ვარძია, მუცო და უფლისციხე

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ვირტუალური სივრცე შეიქმნება, სადაც მულტიმედიური სათვალით ძეგლებისა და მათი რეაბილიტაციის პროცესების დათვალიერება იქნება შესაძლებელი, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

პროექტი  კულტურული სტატუსის მქონე ძეგლებზე ტურისტების ნაკადის გაზრდას ისახავს მიზნად. 

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავდარაანთკარში მდებარე წმ. გიორგის სახელობის ეკლესია - Sputnik საქართველო
მცხეთაში წმინდა გიორგის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

თავდაპირველად ე.წ. ვირტუალური მუზეუმის სიაში  კულტურული სტატუსის მქონე ათი ძეგლი მოხვდება, მათ შორის, მცხეთა, ვარძია, მუცო და უფლისციხე. სამომავლოდ იგეგმება მათი რიცხვის გაზრდა. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, „ვირტუალური მუზეუმი“ ზაფხულის ბოლომდე გაიხსნება.

„თბილისში მულტიმედიურ სივრცეს ვაკეთებთ, სადაც რამდენიმე ძეგლის ვირტუალურად ნახვის შესაძლებლობა გაჩნდება. ვირტუალური მუზეუმი  გათვლილი იქნება, როგორც ტურისტებზე, ასევე ადგილობრივ დამთვალიერებლებზე, რომლებიც ადგილზე სპეციალური, მულტიმედიური სათვალის საშუალებით კულტურული ძეგლებისა და მათზე მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესს დაათვალიერებენ“,- განაცხადა ანთიძემ.

სააგენტოს დირექტორის განმარტებით, ამ ეტაპზე  ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. 


ყველა ახალი ამბავი
0