მცხეთაში წმინდა გიორგის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

© photo: Georgian Heritage / FBმცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავდარაანთკარში მდებარე წმ. გიორგის სახელობის ეკლესია
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავდარაანთკარში მდებარე წმ. გიორგის სახელობის ეკლესია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტაძრის გარშემო სხვადასხვა ნაგებობათა კვალი იკითხება.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნავდარაანთკარში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას და ნიშს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეკლესია დარბაზული ნაგებობაა, რომელიც  ქვიშაქვითა და რიყის ქვით არის აშენებული. 

კასპის რაიონში სოფელ ხოვლეში XVI საუკუნის კოშკი - Sputnik საქართველო
თავდაცვითი კოშკი ხოვლეში საქართველოს კულტურული მემკვიდროების ძეგლად გამოცხადდა

„ტაძარს ჩრდილოეთიდან გვიანი მინაშენი აქვს, რომელში გასასვლელად ტაძრის ჩრდილოეთ კედელი გაურღვევიათ. მინაშენი სწორკუთხაა და ეკლესიაზე მოკლეა. აღმოსავლეთის კედელში მცირე სარკმელი აქვს. მინაშენს ცალფერდა გადახურვა აქვს. ტაძარი ადრე შუა საუკუნეებშია აგებული“, — ნათქვამია განცხადებაში.

ტაძრის ჩრდილოეთით, 10 მეტრში ნიში დგას. ისტორიულად იგი წმინდა გიორგის სახელობის იყო, ამჟამად კი ღვთისმშობლის სახელობისაა. აგებულია რიყის ქვით. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთის კედელში სახატე ნიშია გაკეთებული. ნიში დაბალი კამარით არის გადახურულით. ტაძრის გარშემო სხვადასხვა ნაგებობათა კვალი იკითხება.

მიუხედავად იმისა, რომ აღდგენის დროს ტაძარი გადაკეთდა და აღდგენის დროს გამოყენებულია განსხვავებული მასალა, ტაძარს მაინც აქვს შენარჩუნებული გარკვეული ნიშნები (ღრმა ნახევარწრიული და შვერილი აბსიდი, ტიმპანიანი კარი), რითაც ის შეიძლება განიხილებოდეს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.


ყველა ახალი ამბავი
0