რუსეთის პროფკავშირებმა საქართველოს მიუსამძიმრა

© Sputnik / Alexander Imedashviliყვავილების გაყიდვა ქუჩაში
ყვავილების გაყიდვა ქუჩაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სხვადასხვა ქვეყნის პროფკავშირები ტყიბულში მეშახტეების დაღუპვის გამო საქართველოს სამძიმარს უცხადებენ

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. რუსეთის დამოუკიდებელი პროფკავშირების ფედერაციამ საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებს ტყიბულში მინდელის შახტზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გამოუგზავნა, იუწყება საქართველოს პროფკავშირების პრესსამსახური.

2018 წლის 5 აპრილის ღამეს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ტრაგედია მოხდა. ამ დროისთვის არსებული  ინფორმაციით, შახტში, დაახლოებით 03:45 საათზე, სავარაუდოდ, მოხდა ე. წ. სამთო დარტყმა (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება). შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, კიდევ სამმა კი  სხეულის დაზიანებები მიიღო. ექვს აპრილს საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ტყიბული - შესასვლელი მინდელის შახტში, სადაც ადამიანები დაიღუპნენ - Sputnik საქართველო
საქართველოს შახტში მომხდარი ტრაგედიის გამო უსამძიმრებენ

„ძვირფასო დებო და ძმებო! რუსეთის დამოუკიდებელი პროფკავშირების ფედერაცია გამოთქვამს ღრმა მწუხარებას იმ მსხვერპლის გამო, რომელიც ქალაქ ტყიბულში ნახშირის შახტზე ავარიამ გამოიწვია. ამ მძიმე დღეებში გთხოვთ გადასცეთ ჩვენი სამძიმარი და ნუგეშის სიტყვები დაღუპულების ოჯახებს, ახლობლებსა და ნათესავებს და ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, — ნათქვამია წერილში.

საქართველოს პროფკავშირებმა სამძიმრის წერილები ასევე თურქი, აზერბაიჯანელი და ამერიკელი კოლეგებისგან მიიღო.

ამერიკის პროფკავშირების კონგრესი თავის წერილში ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოხატავს სამძიმარს და აღნიშნავს, რომ ამერიკის პროფკავშირებისთვის მიუღებელია სამუშაო ადგილებზე დამსაქმებლის მხრიდან უსაფრთხოების ზომების იგნორირება.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
საქართველოს პატრიარქმა ტყიბულის შახტში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

„საქართველოს მთავრობა ვერ ახერხებს შრომის ეფექტური სახელმწიფო ინსპექციის ფორმირებას და ეს აძლევს ამერიკის პროფკავშირს საკმარის საფუძველს იმისა, რომ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს პეტიციით მივმართოთ და მოვითხოვოთ გარკვეული სავაჭრო შეღავათების შეჩერება მანამ, სანამ შრომის ინსპექცია სრულად არ ამოქმედდება“, — ნათქვამია წერილში.

ამერიკელი პროფკავშირები აგრეთვე აღნიშნავენ, რომ მხარს უჭერენ ქართველი კოლეგების მცდელობას ქვეყანაში შრომის კანონმდებლობის ნორმების რეალიზების კუთხით და შრომის სათანადო ინსპექცია შეიქმნას.

ამერიკული პროფკავშირების ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ სამთო-მომპოვებელ სფეროში, ისევე როგორც სხვა დარგებში, საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით მშრომელებს დამოუკიდებელი და დემოკრატიული პროფკავშირები სჭირდებათ.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, 2018 წლის სამი თვის განმავლობაში სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შედეგად 18 ადამიანი გარდაიცვალა, 12-მა მძიმე დაზიანება მიიღო.


ყველა ახალი ამბავი
0