მიხეილ ჯანელიძემ დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებები წარადგინა

© Sputnik / Alexander Imedashviliმიხეილ ჯანელიძე
მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ჩაერთვება საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორა, მათი მონაწილეობით ასევე იგეგმება სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების გამართვა

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik.  საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს შესახებ 100–ზე მეტი კულტურული ღონისძიება გაიმართება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მედიასთან  გამართულ შეხვედრაზე.

საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს ქვეყანა 2018 წლის  26 მაისს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით სიმბოლიკის სახელმწიფო საბჭომ ინიციატივა წამოაყენა, რომ პირველი რესპუბლიკის სიმბოლოებს – ძველ დროშასა და გერბს ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს. 

26 მაისი ისტორიული თარიღია. დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა მოქალაქეს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სოციალური, პარტიული და რელიგიური კუთვნილებისა. 

თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა - Sputnik საქართველო
საქართველოს თვითმყოფადობის საცავს და კულტურის კერას ასი წელი უსრულდება

ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ ორნახევარი წელი იარსება. 

1991 წლის 9 აპრილს პარლამენტის შენობაში საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობების მიერ მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოეწყობა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკასთან დაკავშირებული ისტორიული ფოტო–გამოფენები, საქართველოს კულტურის, ტრადიციებისა და დემოკრატიული განვითარების ამსახველი ღონისძიებები.

გარდა ამისა, ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში გაიმართება საქართველოს შესახებ მასშტაბური კონფერენციები. 

9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან - Sputnik საქართველო
9 აპრილი – დღე მწუხარების და დღე დამოუკიდებლობის

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ჩაერთვება საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული  დიასპორა, მათი მონაწილეობით ასევე იგეგმება სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების გამართვა.

ჯანელიძის განმარტებით, საიუბილეო თარიღის აღსანიშნავი ღონისძიებების ნუსხაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ლევილის ქართულ მამულს, სადაც ივნისში  გაიმართება  საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება და სიმბოლურად ჩაეყრება საფუძველი სამეცნიერო–კულტურული ცენტრის საძირკველს. ლევილის მამულის ბაზაზე მოეწყობა პირველი რესპუბლიკის ისტორიული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი, ლევილის ქართული აკადემია.

100 წელი უსრულდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც. სწორედ ამიტომ შეიქმნება დიპლომატიური მუზეუმი, აღნიშნა ჯანელიძემ შეხვედრაზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0