საქართველოს თვითმყოფადობის საცავს და კულტურის კერას ასი წელი უსრულდება

© photo: Sputnik / Stringerთსუ-ს პირველი კორპუსის შენობა
თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პირველმა პირებმა ქვეყნის ისტორიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მნიშვნელობა აღნიშნეს

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) საქართველოსთვის იყო არამარტო საგანმანათლებლო დაწესებულება, არამედ კულტურის კერა, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვეყნის უძველესი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა. ის დააარსეს 1918 წლის 26 იანვარს, ხოლო 1989 წლიდან ის პირველი რექტორის — ივანე ჯავახიშვილის სახელს ატარებს.

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოსთვის არ გახლდათ მხოლოდ და მხოლოდ საგანმანათლებლო ინსტიტუტი, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული კერა და ასევე ეროვნული მუხტისა და თვითმყოფადობის შემანარჩუნებელი ინსტიტუცია… სწორედ ამ უნივერსიტეტის კერაზე გაიზარდა არაერთი სასიქადულო მამულიშვილი, რომელმაც საქართველოს სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანა. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი უნივერსიტეტით“, — განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
World Justice Project: საქართველო კანონის უზენაესობის რეიტინგში 38-ე ადგილზეა

თსუ-ს იუბილესთან დაკავშირებით საქართველოსა და საერთაშორისო დონეზე ღონისძიებათა ჩასატარებლად და ორგანიზების მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სპეციალური კომისია შეიქმნა. მრგვალი თარიღის აღნიშვნა 2017 წლის დეკემბრიდან დაიწყო. საზეიმო ღონისძიებები 2018 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პრემიერმა აღნიშნა, რომ 2018 წელს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი აღინიშნება — საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილე. 

„საზეიმო ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და კულმინაცია იქნება 26 მაისს, როდესაც ჩვენთან ჩამოვლენ მეგობარი ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები. ვფიქრობთ, 2018 წელი ძალიან ღირსეულად უნდა აღინიშნოს, რათა საქართველოს ფარგლებს გარეთ ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგოს იმ მდიდარი ტრადიციების შესახებ, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია“, — ხაზგასმით აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ქვეყნის ისტორიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა ასევე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო მიღებაზე, რომელსაც საერთაშორისო დელეგატები და ქართველი პროფესორები ესწრებოდნენ.

თსუ-ს იუბილეს განსაკუთრებული მნიშვნელობა მას შემდეგ მიენიჭა, რაც UNESCO-ს გადაწყვეტილებით ის შევიდა იმ ღსანიშნავი მოვლენების სიაში, რომელთა აღნიშვნა ორგანიზაციის მხარდაჭერით და უშუალო მონაწილეობით გაიმართება.

„სწორედ უნივერსიტეტი გვაძლევდა ჩვენ იმის ცოდნას, როგორ უნდა გავაგრძელოთ გზა. ამ ცოდნას ჩემი თაობა იღებდა, იმ სამეცნიერო და შემოქმედებითი პროცესიდან, რომელსაც ჩვენ ჩვენი პროფესორები უნივერსიტეტის კედლებში და სამეცნიერო კვლევითი პროცესის შედეგად გვიზიარებდნენ. განათლება თავისუფლების წინაპირობაა. ხოლო საქართველოს პოლიტიკური თავისუფლების წინაპირობა არის ის კერები, სადაც განათლება ინსტიტუციურად იქმნება და ვითარდება", — აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ტრიბუნა გამოსვლებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში - Sputnik საქართველო
„ალტერნატივა არ იქნება" - თბილისმა Heritage Foundation-ის მოხსენება დაგმო

პრეზიდენტმა მოუწოდა პროფესორებს აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

„სამწუხაროდ, საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროცესში, სულ უფრო ნაკლებად ვხედავთ, პროფესურის, ლექტორების, იმ ადამიანების აზრებს და შეხედულებებს ვისკენაც უნდა მივაპყროთ ხოლმე ყურადღება, როდესაც ვფიქრობთ: როგორ უნდა უნდა ვიცხოვროთ, რანაირად უნდა წარვმართოთ ჩვენი საზოგადოებრივ — პოლიტიკური ცხოვრება. წელს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავსაც და ვამბობთ, რომ ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებით უნდა დამთავრდეს. ყველაზე მეტად მოგაპყრობთ ყურადღებას პროფესორებს“, — აღნიშნა მარგველაშვილმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით უცხოეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებათა გამართვა და თბილისის სახელსმწიფო უნივერსიტეტის ასი წლის იუბილეს აღნიშვნა.


ყველა ახალი ამბავი
0