კახა კალაძე იერუსალიმის მერს შეხვდა

© Pixabay / judithscharnowskiიერუსალიმი
იერუსალიმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იერუსალიმის მერმა ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ხელშესაწყობად მზადყოფნა გამოთქვა.

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ იერუსალიმის მერთან ტურიზმის განვითარებასა და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრა, ნათქვამია თბილისის მერიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის მერი ქალაქ იერუსალიმის მერს ნირ ბარკატის შეხვდა. კახა კალაძე  ისრაელში სამუშაო ვიზიტით საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას, 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის,  ახალი ტექნოლოგიებისა და მუნიციპალური სერვისების განვითარების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. 

ისრაელისა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრები ელი კოენი და დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვა 50-ჯერ შეიძლება გაიზარდოს

„შეხვედრაზე იმ გამოცდილების გაზიარებაზე ვისაუბრეთ, რაც იერუსალიმს აქვს. იგი მუნიციპალური სერვისების თვალსაზრისით ერთ-ერთი განვითარებული ქალაქია და გვინდა, რომ მათი გამოცდილება თბილისში გადმოვიტანოთ“, — განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრაზე მხარეებმა ახლო მომავალში თბილისში ერთობლივი ბიზნეს-ფორუმის გამართვის სურვილი გამოთქვეს, რომელზეც მოწვეული  იქნებიან ებრაელი ბიზნესმენები და ასევე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები. 

იერუსალიმის მერმა ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ხელშესაწყობად მზადყოფნა გამოთქვა. მისი თქმით, საქართველოს ჰყავს ნამდვილი მეგობარი ისრაელის სახით და იმ მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვანია, რაც ორივე ქვეყნის ხალხს შორის ისტორიულად არსებობს.

საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროსა და სხვადასხვა ფორმატში. 2018 წლის პირველ ორ თვეში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 5,5 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0