კალაძე: თბილისი ყველაზე სუფთა ქალაქი უნდა იყოს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliჰეიდარ ალიევის სკვერი აბანოთუბანში
ჰეიდარ ალიევის სკვერი აბანოთუბანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის გამწვანება ცენტრიდან დაიწყება, შემდეგ კი ყველა რაიონში გაგრძელდება

თბილისი, 11 აპრილი – Sputnik.  მიმდინარე კვირაში დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში კეთილმოწყობისა და გამწვანების მასშტაბური სამუშაოები დაიწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. 

მთაწმინდა - Sputnik საქართველო
ხანძრის შედეგად გადამწვარ მთაწმინდის ფერდობზე გამწვანების სამუშაოები აპრილში დასრულდება

ქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ შესაბამისი დავალება მისცა ქალაქში სისუფთავეზე პასუხისმგებელი კომპანია „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორ ლევან ჯღარკავას. კალაძემ ასევე თავის მოადგილე მაია ბითაძეს საგაზაფხულო სამუშაოების პროცესის გაკონტროლება დაავალა.

„დავიწყოთ ცენტრალური ქუჩებით და ყველა რაიონში უნდა გადავიდეთ. ჩვენი ქალაქი უნდა იყოს ყველაზე სუფთა. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობაც მხარს აგვიბამს და შემოგვიერთდება ამ მნიშვნელოვან ღონისძიებებში. ასევე მინდა გთხოვოთ, რომ სხვლა–ფორმირების სამუშაოები ისე დაგეგმოთ, რომ მოძრაობა არ შევაფერხოთ და სამუშაოები მალე განხორციელდეს“, – განაცხადა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მას შემდეგ, რაც კახა კალაძე თბილისის მერად აირჩიეს, ცვლილებები შეიტანა დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტში და 2017 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზარდა გამწვანების ხარჯები – 2,9 მილიონი ლარიდან 9 მილიონ ლარამდე.


ყველა ახალი ამბავი
0