ხანძრის შედეგად გადამწვარ მთაწმინდის ფერდობზე გამწვანების სამუშაოები აპრილში დასრულდება

გამოწერა
ხე–მცენარეების გაშენება მიმდინარე წლის 24 მარტს დაიწყო

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. ხანძრის შედეგად დამწვარ მთაწმინდის ფერდობზე  3 ათასი ხე-მცენარე დაირგვება, განაცხადა თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

2017 წლის 8  აგვისტოს გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა მთაწმინდის ფერდობზე, რომელიც სწრაფად გავრცელდა და მოკლე დროში ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცვა.  

ხანძარი - Sputnik საქართველო
საქართველოში ხანძრებმა 10 წლის განმავლობაში 3,8 ათასი ჰექტარი გაანადგურა

გავრცელებული ინფორმაციით,  ცეცხლი წიწვოვან ხეებს წაეკიდა და საკმაოდ დიდი ტერიტორია მოიცვა.

ხანძრის ლოკალიზაციაში 10-მდე სახანძრო ბრიგადა და 70-მდე მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული. რთულმა რელიეფურმა პირობებმა სახანძრო-სამაშველო სამსახურებს პრობლემები შეუქმნა. თუმცა, ორ საათზე ნაკლებ დროში მეხანძრეებმა ცეცხლის ძირითადი კერების ლოკალიზება მოახერხეს და ხანძრის გავრცელების საშიშროება შეაჩერეს.

გიგაშვილის განმარტებით,  მთაწმინდის ფერდობზე გამწვანების სამუშაოები აპრილის  ბოლომდე დასრულდება, ამჟამად კი 300-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე–მცენარეა დარგული, მთაწმინდაზე განაშენიანების პროცესი 24 მარტს დაიწყო.

„კომპანია  m2–მა აიღო ვალდებულება, რომ გაახარებს დარგულ ხე–მცენარეებს. ამით არის განპირობებული სარწყავი სისტემის პროექტის შედგენა, რაც ხე-მცენარეების გახარების მთავარი პირობაა“, — განაცხადა გიგაშვილმა.

2017 წლის ზაფხულში საქართველოს ხანძრების სერია მოედო. ტყის ხანძრები განსაკუთრებით აგვისტოში გახშირდა. ყველაზე მსხვილი ბორჯომის ხეობის სოფელ დაბასთან მომხდარი ტყის ხანძარი აღმოჩნდა, რომელსაც ექვსი დღის განმავლობაში აქრობდნენ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0