უპრეცედენტო პროექტი სკოლებში – „ჩვენი ჯარი“

გამოწერა
ამიერიდან უფროსკლასელები შეიარაღებული ძალების მუშაობის შესახებ უკეთ ინფორმირებული იქნებიან

თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად მასშტაბური პროექტის — „ჩვენი ჯარი“ განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები მე–11 და მე–12 კლასების მოსწავლეებს ლექციებს წაუკითხავენ, ნათქვამია თავდაცვის უწყების ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და მისი მოადგილე ლია გიგაური თბილისის 175–ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ და მოსწავლეებს ახალი პროექტი გააცნეს.

თბილისის 51-ე საჯარო სკოლა - Sputnik საქართველო
სკოლის მოსწავლეების უსაფრთხოებაზე უფრო ეფექტურად იზრუნებენ

„დღეიდან განათლების სამინისტროსთან ერთად დავიწყებთ უპრეცედენტო პროექტს სკოლაში, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდი თაობის ინფორმირებას იმაზე, თუ რა ხდება შეიარაღებულ ძალებში, როგორ ვთანამშრომლობთ სტრატეგიულ პარტნიორებთან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების გამტკიცების საქმეში. მიზნად ვისახავთ პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებას, რაც, რასაკვირველია, უშუალოდ ჯარისკაცის მოზარდთან ურთიერთობით მიიღწევა“, – განაცხადა იზორიამ.

პროექტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეებს გააცნობენ საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიას, მიზნებსა და ამოცანებს, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს, ასევე  მოუთხრობენ სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის, რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის, საერთაშორისო მისიებსა და სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ.  

პროექტი ამჟამად საპილოტე რეჟიმში 150 სკოლას მოიცავს. მომავალი წლიდან ის ქვეყნის ყველა სახელმწიფო სკოლაში განხორციელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური