ადრეული ქორწინება – თავისუფლებისკენ სწრაფვა თუ ოჯახიდან თავის დაღწევა

გამოწერა
საქართველოში 2017 წელს 75–მა მოზარდმა სწავლა ქორწინების გამო შეწყვიტა, ხოლო 835 არასრულწლოვანი კი მშობელი გახდა, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში.

რაც შეეხება 2016 წლის მონაცემებს, ქორწინების გამო სწავლას თავი დაანება 115–მა მოზარდმა, ხოლო  1,2 ათასი მოსწავლე კი არასრულწლოვანი მშობელი გახდა.

ამასთან, 2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოში არასრულწლოვან მოქალაქეებს შორის ქორწინების რეგისტრაცია აიკრძალა, რასაც სახალხო დამცველის აპარატში მიესალმებიან.  ადრე არასრულწლოვანებს მშობლების წერილობითი თანხმობის წარდგენის საფუძველზე ქორწინების დარეგისტრირება  შეეძლოთ. 

ბეჭედი - Sputnik საქართველო
რამდენია 2017 წლის განმავლობაში საქართველოში განქორწინებული წყვილების რაოდენობა

ადრეულ ქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარასა და ქვემო ქართლში ფიქსირდება.

ფსიქოლოგ ხათუნა მუზაშვილის აზრით, ადრეული ქორწინება ნეგატიურად აისახება ადამიანის პიროვნული ჩამოყალიბების პროცესზე. 

 „ძალზე ხშირად მოზარდები ამ ნაბიჯს თავისუფლების მოპოვების მიზნით დგამენ, მათ ერთი სული აქვთ როდის გახდებიან დიდები. მათ სურთ დაამტკიცონ, რომ შეუძლიათ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად  მიღება. რა თქმა უნდა, არსებობენ ძლიერი პიროვნებები, რომლებიც სირთულეებს ლახავენ და ადრეული ქორწინება მათთვის გარკვეული გამოცდილებაა, მაგრამ ძირითადად, ეგ ტრავმაა. ამ ადამიანების დიდი ნაწილი მომავალში რეალიზებას ვერ ახერხებს“, – განაცხადა „Sputnik საქართველოსთან“ მუზაშვილმა.

სააგენტოსთან დემოგრაფმა ავთანდილ სულაბერიძემ აღნიშნა, რომ ადრეული ქორწინებები საქართველოში – ეს ცალკე თემაა. თუმცა, მთლიანობაში ქვეყანაში ადრეული ქორწინებების ტენდენცია შემცირდა და შემცირების პროცესი კვლავ გრძელდება. 

 „შეიცვალა პოლიტიკური, ეკონომიკური სისტემა, რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს აღნიშნულ საკითხზე. საბაზრო ეკონომიკა განათლებასა და კონკურენტუნარიანობას მოითხოვს. ახლა კი პირიქით, საქართველოში 30 წელზე ზემოთ ასაკის ქორწინებების ბუმია. თუ ადრე ქორწინების საშუალო ასაკი 23 წელი იყო, ახლი იგი 27–29 წელია“, – აღნიშნა სულაბერიძემ.

მისი განმარტებით, ადრეული ქორწინებები ყველაზე ხშირად არაქართულენოვან მოსახლეობაში გვხვდება.


ყველა ახალი ამბავი
0