თბილისში დიასპორების ფორუმი გაიმართება

გამოწერა
დიასპორის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში

თბილისი, 11 აპრილი  — Sputnik.  დიასპორების ფორუმი, რომელშიც  ქართული დიასპორების 300–მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, თბილისში 27–28 მაისს გაიმართება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბრიფინგზე.

აღნიშნული ღონისძიება დიასპორის დღეს უკავშირდება, რომელიც საქართველოში 27 მაისს აღინიშნება. 26 მაისს კი საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს აღნიშნავს.

 „თბილისში 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებენზე დიასპორების წარმომადგენლებს ვუმასპინძლებთ. დაგეგმილია მათი მონაწილეობა 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, ასევე შეხვედრები ხელისუფლებისა და კულტურული წრეების წარმომადგენლებთან. დიასპორის წარმომადგენლები ისტორიულ ადგილებს დაათვალიერებენ“, – განაცხადა ჯანელიძემ. 

მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
მიხეილ ჯანელიძემ დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებები წარადგინა

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უცხოეთში მცხოვრები ქართული დიასპორა  100–წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს გამართავს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიასპორული ორგანიზაციების  მხარდაჭერით დაგეგმილია 100–ზე მეტი ღონისძიება.

ქვეყნის ისტორიაში აღნიშნული პერიოდის ცნობადობის გაზრდის მიზნით, საგარეო უწყება 26 მაისამდე თბილისში ორგანიზებას გაუწევს საჯარო ლექციებს, ფოტოგამოფენებსა და სხვა ღონისძიებებს, აღნიშნა მინისტრმა.

საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ ორნახევარი წელი იარსება. 

ბოლო წლებში საქართველოში დიასპორის დღეები იმართება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ფორულები და ღონისძიებები ტარდება.


ყველა ახალი ამბავი
0