საქართველოსა და არაბეთის მეგობრობა: ქუმსიშვილი საემიროების ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

© FB / Ministry of Finance of Georgiaდიმიტრი ქუმსიშვილი
დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხარეებმა ვიზიტის ფარგლებში, ყურის ქვეყნებთან გასაფორმებელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ისაუბრეს.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში საემიროების ეკონომიკის მინისტრს, სულტან ბინ საეედ ალ მანსურის შეხვდა, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მხარეებმა ვიზიტის ფარგლებში, ყურის ქვეყნებთან გასაფორმებელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ისაუბრეს.
დიმიტრი ქუმსიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ძალაში 8 აპრილს შევიდა. ის მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა არადისკრიმინაციულობა, თანაბარი და სამართლიანი მოპყრობა, სუბროგაცია, ექსპროპრიაცია და დავის მოგვარების მექანიზმები.
პირველი ვიცეპრემიერის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი ქვეყანაა. 2017 წლის მონაცემებით, ის განხორციელებული ინვესტიციების მოცულობის მიხედვით, სიდიდით მეშვიდე იყო. პირველი ინვესტიცია საამიროებიდან 2003 წელს განხორციელდა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამ დროისათვის ჯამში, აღნიშნული ქვეყნიდან შემოსულმა ინვესტიციამ 800 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვევა

„ვისაუბრეთ ვაჭრობის მოცულობის გაზრდაზე, რომელიც ჩვენ ორ ქვეყნას შორის არსებობს, ასევე ინვესტიციების მოცულობაზე, რომელიც არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან არის შემოსული საქართველოში. დღეის მდგომარეობით, ეს რიცხვი 800 მილიონ დოლარს აჭარბებს და იმედი გვაქვს, რომ ინვესტიციები მომავალში გაგრძელდება“ — განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც შემოჰყავს არაბთა გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანიებს — „ფლაი დუბაის“ და „ეარ არაბიას“. გასულ წელს მათ   325 ათასზე მეტი სტუმარი ჩამოიყვანეს საქართველოში.
მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საეამიროებს შორის ინვესტიციების დაცვის შეთნხმებას, რომელიც ძალაში 8 აპრილს შევიდა. დიმიტრი ქუმსიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს შეთანხმება კიდევ უფრო მეტი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას მოგვცემს.
სულტან ბინ საეედ ალ მანსურიმ ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ აფასებს იმ ცვლილებებს, რაც საქართველოში ხორციელდება, თუ როგორი გახსნილია ქვეყანა ინვესტიციების მოზიდვის მხრივ.
„ამ ყველაფრის ფონზე შექმნილი სურათი ძალიან პოზიტიურია და ოპტიმისტურად ვართ განწყობილები მომავალი თანამშრომლობის მიმართ“ — აღნიშნა სულტან ბინ საეედ ალ მანსურმა.

ყველა ახალი ამბავი
0