საქართველოს პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვევა

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარგველაშვილი, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტის ფარგლებში, ემირატების სტრატეგიული კვლევების ცენტრში საჯარო ლექციასაც წაიკითხავს.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში  ოფიციალური ვიზიტით  დღეს გაემგზავრება, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
პრეზიდენტი გაერთიანებულ საემიროებს პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან და საქართველოს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად,  ეწვევა.
არაბთა გაერთიანებულ საემიროებში  საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის  ურთიერთობის გაღრმავებაა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
ოფიციალური ცერემონიები და არაფორმალური შეხვედრები – მარგველაშვილი ლიტვაშია

მარგველაშვილი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს გამართავს აბუ დაბიში ტახტის მემკვიდრე შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰაიანთან და დუბაიში არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერმინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმთან, ასევე, გვირგვინით შეამკობს ვაჰად ალ კარამას სამხედრო მემორიალს.
საქართველოს პრეზიდენტი  ემირატების სტრატეგიული კვლევების ცენტრში საჯარო ლექციასაც  წაიკითხავს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროების პარტნიორობისა და გეოპოლიტიკურ საკითხებზე.
 საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში 10 —  11 აპრილს გაიმართება.
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები  1992 წლის 20 ოქტომბერს დამყარდა. აღსანიშნავია, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროები სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრი ქვეყნებიდან პირველია, რომელმაც 2006 წელს   საქართველოში განახორციელა პირდაპირი ინვესტიციები.

ყველა ახალი ამბავი
0