ავტოკატასტროფა მარნეულში: დაშავებული შვიდი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი

გამოწერა
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Tv Kvemo Kartli

სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
ავარია ჩაქვის გვირაბთან: სამი ადამიანი დაშავდა

თვითმხილველების განცხადებით, „ოპელის“ მარკის ავტომობილის  მძღოლი,  სავარაუდოდ,  მანქანის მართვის დროს ცუდად გახდა, რის გამოც მან საჭე ვერ დაიმორჩილა და იგი ჯერ ფეხით მოსიარულეებს, შემდეგ კი ავტომობილს დაეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მგზავრებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. 

შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა „ავერსის" კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოძიება სსკ-ის 276-ემუხლის პირველი ნაწილით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება“) დაიწყო.


ყველა ახალი ამბავი
0