ავარია ჩაქვის გვირაბთან: სამი ადამიანი დაშავდა

© Sputnik / Levan Avlabreliსასწრაფო სამედიცინო დახმარება
სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებულები ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. დაბა ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის დროს გვირაბთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. 

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია“).

ყველა ახალი ამბავი
0