თბილისელები საფეხბურთო მატჩს შავკანიან სტუდენტებთან გამართავენ

© photo: Sputnik / Aleksei Filipov / გადასვლა მედიაბანკშიფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მატჩის ორგანიზებას იმავე მოედანზე აპირებს, სადაც ჩხუბი მოხდა

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ (სფფ) მხარი დაუჭირა თბილისის მერის ინიციატივას ამხანაგური მატჩის ჩატარებაზე თბილისელებსა და დედაქალაქში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებს შორის, ნათქვამია სფფ-ის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადბაში.

კვირას, 8 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ დიღმის მასივში, ბელიაშვილის ქუჩაზე ჯოხებით შეიარაღებულმა რამდენიმე მამაკაცმა თავდაპირველად შავკანიანი ახალგაზრდების სპორტული მოედნიდან გაძევება დაიწყო,  სადაც ისინი ფეხბურთს თამაშობდნენ, ხოლო შემდეგ – მათი ცემა. დაშავებულები მიიჩნევენ, რომ ინციდენტი რასობრივი კუთვნილების გამო მოხდა, ხოლო ადგილობრივები აცხადებენ, რომ ინციდენტი იმის გამო დაიწყო, რომ შავკანიანი მამაკაცები ბავშვებს ფეხბურთის თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
როგორ აპირებს კალაძე დიღმის მასივში მომხდარი ინცინდენტის მონაწილეების შერიგებას

„ფეხბურთი, როგორც სოციალური მოვლენა ყველა საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. ჩვენი მთავარი გზავნილი როგორც მოედანზე, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ, არის თანასწორობა, რომელიც საზოგადოების ერთიანობის ერთგვარი სიმბოლოა“, — ნათქვამია განცხადებაში.

„თამაში ყველასთვის — Equal Game“ — ამ სლოგანით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციებთან ერთად, მატჩებს ატარებს როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრების, ისე ეროვნული ლიგის  დონეზე. სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში შარშან და წელს სხვადასხვა სოციალური ღონისძიება ჩატარდა.

ამხანაგური თამაში, რომელიც 14 აპრილს ჩატარდება, 8 აპრილს ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზე ერთგვარი პასუხი იქნება.

მატჩი ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე გაიმართება, რათა ყველა მსურველი ფეხბურთით დატკბეს.


ყველა ახალი ამბავი
0