თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო და მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე ჯარისკაცების საფლავები ყვავილებით შეამკო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მინისტრთან ერთად 2008–1990–იან წლებში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამაც.
„პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც ყოველდღიურად, საკუთარი თავგანწირვის მაგალითით, გვაძლიერებენ იმისთვის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობისთვის ჩვენს ქვეყანაში“, — აღნიშნა ლევან იზორიამ.
გარდა ამისა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარლამენტის შენობასთან პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას და 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.