ორთაჭალაში ავტოავარიას ექვსი წლის ბავშვი ემსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashvili"სასწრაფო დახმარება"
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტომობილში სამი ბავშვი და ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, ერთი ბავშვი კი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ავტოავარია ორთაჭალაში გუშინ, გვიან ღამით მოხდა. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
ავარია ჩაქვის გვირაბთან: სამი ადამიანი დაშავდა

თვითმხილველების თქმით, რუსთავიდან მომავალი BMW-ს მარკის   ავტომობილი გზიდან გადავიდა და გაზგასამართ სადგურს შეეჯახა, რის შედეგადაც სადგურის თანამშრომელი და ორი ავტომობილი დაზარალდა.

ავტომობილში სამი ბავშვი და ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა.

როგორც „Sputnik საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაღუპული ექვსი წლის ბავშვია. დაშავებულია ორი ადამიანი, რომლებიც ინგოროყვას კლინიკასა და კლინიკა „პინეოში“ არიან მოთავსებული.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და საპატრულო ეკიპაჟები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“) მიმდინარეობს.


ყველა ახალი ამბავი
0