ლეილა აბაშიძეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

© photo: Sputnik / P. Manushin / გადასვლა მედიაბანკშილეილა აბაშიძე
ლეილა აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლეილა აბაშიძის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში 12 აპრილს გაიმართება

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. ქართული კინოს ვარსკვლავს ლეილა აბაშიძეს ხუთშაბათს, 12 აპრილს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ლეილა აბაშიძე 88 წლის ასაკში, გუშინ საღამოს გარდაიცვალა. პანაშვიდი მსახიობის საცხოვრებელ სახლში 10, 11 აპრილს გაიმართება (ფალიაშვილის ქუჩა №33). 

გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი ინსულტის დიაგნოზით  ხეჩინაშვილის საავადმყოფოში 14 თებერვალს მოათავსეს.

„ქალბატონ ლეილას დაკრძალავენ ბატონ სერგი დანელიას გვერდით. ბატონი სერგი ცნობილი ფილოსოფოსი, აკადემიკოსი, რომელიც იყო ქალბატონი ლეილას მამამთილი“, – აღნიშნა საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა. 

ლეილა აბაშიძე - Sputnik საქართველო
გარდაიცვალა ლეილა აბაშიძე

ოქიტაშვილის განცხადებით,  სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში 12 აპრილს გაიმართება.

ლეილა აბაშიძე 1929 წლის 1 აგვისტოს თბილისში დაიბადა.  იგი პირველად ეკრანზე 1941 წელს გამოჩნდა ფილმში „ქაჯანა“, სადაც კატოს როლი შეასრულა. იმ დროს მომავალი კინოვარსკვლავი მხოლოდ რვა წლის იყო. პირველ როლს მალე მეორე და მესამეც მოჰყვა („ოქროს ბილიკი“, 1945 წ. და „აკაკის აკვანი“, 1947 წ.). 

1951 წელს ლეილა აბაშიძემ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. სტუდენტობის პერიოდში გადაიღეს ფილმებში „ქეთო და კოტე“ და „გაზაფხული საკენში“. მან განუმეორებელი როლები შექმნა, საყოველთაო აღიარება მოუტანა კომედიური ხასიათის როლებმა ფილმებში „ჭრიჭინა“ (მარინე, 1954) და „აბეზარა“ (ლია, 1957). ფილმმა „ჭრიჭინა“  უამრავი ქვეყნის ეკრანები მოიარა და მსახიობს დიდი წარმატება ხვდა წილად.  

კინოსა და თეატრის ორი გრანდი - თენგიზ არჩვაძე და ლეილა აბაშიძე - Sputnik საქართველო
ლეილა აბაშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ნატო ვაჩნაძის შემდეგ ლეილა აბაშიძე ყველაზე პოპულარული ქართველი ვარსკვლავი გახდა. მან  კომედიურ როლებთან ერთად სრულიად განსხვავებული სახეები და ტიპაჟები განასახიერა – ლელა („ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“, 1954), მანანა („ჩვენი ეზო“, 1956), მაია („მაია წყნეთელი“, 1959), მზია („სად არის შენი ბედნიერება, მზია?“, 1959), ძიძია („ხევისბერი გოჩა“, 1964), ნინო („შეხვედრა წარსულთან“, 1966), ლალი-მზევინარი („შეხვედრა მთაში“, 1966), ვარდისახარი („დიდოსტატის მარჯვენა“, 1969), ქეთევანი („მოლოდინი“, 1969).

2009 წლის 8 მარტს თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ ლეილა აბაშიძის ვარსკვლავი გაიხსნა.

მსახიობს მიღებული აქვს არაერთი პრიზი. არის საქართველოს დამსახურებული არტისტი (1958),  საქართველოს სახალხო არტისტი (1965),   ჩეჩნეთ-ინგუშეთის სახალხო არტისტი (1964), თბილისის საპატიო მოქალაქე (2010).

 

ყველა ახალი ამბავი
0