დიდ დიღომში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი იცვლება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაზოგადოებრივი ტრანსპორტი
საზოგადოებრივი ტრანსპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პეტრიწის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული შეზღუდვები 10 აპრილიდან სექტემბრის პირველ ნახევრამდე იმოქმედებს

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით დიდი დიღმისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი იცვლება,  ნათქვამია დედაქალაქის მერიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიდი დიღმისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები  დროებით, 10 აპრილიდან სექტემბრის პირველ ნახევრამდე,  შეიცვლება.

მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე, იოანე პეტრიწის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება მხოლოდ ფარნავაზ მეფის გამზირიდან პეტრე იბერის ქუჩის მიმართულებით. 

სააკაძის მოედანი - Sputnik საქართველო
სააკაძის მოედანსა და შარტავას ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია იგეგმება

აქედან გამომდინარე, N14, 15, 21 და 54 ავტობუსები, ასევე, N42, 60, 73, 78, 109, 192 და N193 მიკროავტობუსები ფარნავაზ მეფის გამზირს ბოლომდე გაივლიან, შეუხვევენ დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე და მოძრაობას პეტრე იბერის ქუჩაზე განაგრძობენ. ხოლო უკუმიმართულებით, ისინი ჩვეული მარშრუტით —  იოანე პეტრიწის ქუჩის გავლით გადაადგილდებიან.

რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე კი იოანე პეტრიწის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება პეტრე იბერის ქუჩიდან ფარნავაზ მეფის გამზირის მიმართულებით. შესაბამისად, ზემოთჩამოთვლილი მარშრუტები ფარნავაზის გამზირზე, ასევე დემეტრე თავდადებულის ქუჩის გავლით მოხვდებიან. ხოლო, პატარა დიღმიდან დედაქალაქის ცენტრისკენ მოძრავი N84 ავტობუსი დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან მირიან მეფის ქუჩაზე პეტრე იბერის ქუჩის გავლით მოხვდება. 

ასევე, დროებითი მარშრუტების დადგენასთან ერთად, ფარნავაზ მეფის გამზირსა და პეტრე იბერის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გათვალისწინებული იქნება დამატებითი გაჩერებების მოწყობა.


ყველა ახალი ამბავი
0