სააკაძის მოედანსა და შარტავას ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია იგეგმება

© Sputnik / Alexander Imedashviliსააკაძის მოედანი
სააკაძის მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გზის მთელ სიგრძეზე ველობილიკი მოეწყობა, რომლის სიგანე სამი მეტრი იქნება

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. თბილისში, საბურთალოს რაიონში რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პეკინის ქუჩა - Sputnik საქართველო
თბილისში პეკინის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივი რჩება

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეაბილიტაცია განხორციელდება შარტავას ქუჩაზე, სააკაძის მოედანზე, კოსტავას გამზირზე – სააკაძის მოედნიდან 26 მაისის მოედნამდე, მიროტაძის ქუჩაზე – კოსტავას გამზირიდან პეკინის ქუჩამდე, პეკინის გამზირზე – მიროტაძის ქუჩიდან 26 მაისის მოედნამდე და ჭაბუკიანის ქუჩაზე – სააკაძის მოედნიდან პეკინის ქუჩამდე.

პროექტის მიხედვით, გზის მთელ სიგრძეზე დაგეგმილია ველობილიკის მოწყობა, რომლის სიგანე სამი მეტრი იქნება.

საპროექტო სამუშაოებზე ტენდერში შპს „საქგზამეცნიერებამ" გაიმარჯვა, რომელმაც რეაბილიტაციის პროექტი 103 840 ლარად შეადგენს. სამშენებლო ტენდერი კი, სავარაუდოდ, ამის შემდეგ გამოცხადდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნულ მონაკვეთებზე გზის საფარი ამორტიზებულია, შეიმჩნევა ორმოები, გრძივი და განივი ბზარები.

ყველა ახალი ამბავი
0