თბილისში პეკინის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივი რჩება

გამოწერა
სპეციალისტები პეკინის ქუჩაზე ავტომობილების ნაკადს მთელი თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ და მოძრაობის ცალმხრივად დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ცენტრში, პეკინის ქუჩაზე სატესტო რეჟიმი დასრულდა — ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივი იქნება, იუწყება ტელეარხი Imedi.

პეკინის ქუჩაზე მასშტაბური სარემონტო სამუშაოები 16 ივნისს დაიწყო და 21 სექტემბერს დასრულდა. რემონტის დასრულების შემდეგ, ქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ერთი თვის განმავლობაში პეკინის ქუჩაზე სატესტო რეჟიმი იმოქმედებდა, რის შემდეგაც მიიღებდნენ საბოლოო გადაწყვეტილებას — ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად დაეტოვებინათ თუ არა.

თბილისური საცობი - Sputnik საქართველო
საცობები თბილისში: მსოფლიო მეგაპოლისების მაცდური გამოცდილება

„სატესტო რეჟიმი დამთავრებულია. ამის შესაბამისად პეკინის ქუჩა ცოტა ხნის წინ დაიხაზა", — განაცხადეს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.

პეკინის ქუჩაზე ორმხრივ რეჟიმში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს. ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სპეციალური ზოლები, ე.წ. Bus Lane გაჩნდა, რომელზეც მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილდება.

პეკინის ქუჩის სარემონტო სამუშაოების ფარგლებში დაიგო ახალი ასფალტის საფარი, მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და წყალგაყვანილობის სისტემა. გარდა ამისა, მოეწყო ტროტუარები და ველობილიკები ასევე გადასასვლელები შშმ პირებისთვის.

პეკინის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები 60 წელი არ ჩატარებულა.

ყველა ახალი ამბავი
0