ალექსანდრე ქართველის საფლავს ამერიკაში საქართველოდან ჩატანილ მიწას მიაყრიან

© Photo: courtesy of Lela Kartveliლელა ქართველიშვილი
ლელა ქართველიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღდგომის მერე, პირველ ორშაბათს, საქართველოში, ტრადიციულად საფლავზე გადიან და მიცვალებულების ხსოვნას პატივს მიაგებენ. ამ დღეს, ამერიკაში მყოფი მისივე სახელობის საზოგადოების დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ლელა ქართველიშვილი ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველ თანამემამულეებთან ერთად მის საფლავს ქართულ მიწას მიაყრის.

ჩვენ ნიუ-იორკში დავუკავშირდით ქალბატონ ლელას, რომელმაც საზოგადოების სახელით ამერიკაში ჩატარებულ ქართულ შეხვედრებზე მოგვითხრო.

© Photo: courtesy of Lela Kartveliალექსანდრე ქართველის საფლავი
ალექსანდრე ქართველის საფლავი - Sputnik საქართველო
ალექსანდრე ქართველის საფლავი

-ქალბატონო ლელა, თქვენი ვიზიტის მიზანი რა არის და ამერიკაში მცხოვრებ რომელ ქართველებს შეხვდით ისტორიული ემიგრაციიდან?
— შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების ერთ-ერთი მიზანი ამერიკაში მოღვაწე ქართველების კვლევა და პოპულარიზაციაა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, ძველი ისტორიული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლები გამეცნო. იმ ძველი ემიგრაციიდან დღეს მხოლოდ ორია ცოცხალი: ბატონი ნიკო თოფურია და ბატონი მამია ზაქრაძე. ორივე ქართველი ემიგრანტი 98 წელს მიტანებული ღრმად მოხუცებული გახლავთ. თავიდან მოწვევა ბატონ ნიკო თოფურიას ოჯახისგან მივიღე და მათი დიდი მხარდაჭერით, ნიუ-იორკში შეხვედრები დავიწყე.

© Photo: courtesy of Lela Kartveliლელა ქართველიშვილი
ლელა ქართველიშვილი - Sputnik საქართველო
ლელა ქართველიშვილი

- ჩვენს მკითხველს შევახსენოთ, რომ ბატონი ნიკო თოფურია ქართული სათვისტომოს მდივანი იყო 22  წლის მანძილზე…
— დიახ, მის ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ, როგორც ქართული სათვისტომოს წევრები, ასევე საქართველოდან ჩამოსული მკვლევარები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, პოლიტიკური თუ საზოგადო  მოღვაწენი. მათ შორის იყვნენ: ბატონი გურამ შარაძე, რომელსაც საქართველოში დიდი არქივი აქვს დაბრუნებული, ქალბატონი ნინო რამიშვილი, რომელიც გახლდათ ბატონი ნიკო თოფურიას მეუღლის, ქალბატონ ელისაბედ რამიშვილი-თოფურიას ახლო ნათესავი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი- ამერიკაში სტუდენტად ყოფნის დროს, კინორეჟისორი, ბატონი ცოტნე ნაკაშიძე, ქალბატონი ია ბაგრატიონ-მუხრანელი და სხვა მრავალი. ამ ისტორიულ სახლში სათვისტომოს წევრები პერიოდულად იკრიბებოდნენ და სათვისტომოს მიზნებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობდნენ. აღდგომის დღეებში, მე და ბატონი ნიკო თოფურია ალექსანდრე ქართველის საფლავზე  გავალთ და მას სიმბოლურად ერთად დავაყრით ქართულ მიწას…

© Photo: courtesy of Lela Kartveliალექსანდრე ქართველი
ალექსანდრე ქართველი  - Sputnik საქართველო
ალექსანდრე ქართველი

-ქალბატონო ლელა, ამ სათვისტომოს წევრი, თავის დროზე,თავად ალექსანდრე ქართველიც ყოფილა, ამის თაობაზე რა იცით?
— როგორც გავარკვიეთ, ალექსანდრე ქართველი ვერ მოდიოდა სათვისტომოში, რადგან მისი საიდუმლო სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე, ეს ეკრძალებოდა, მაგრამ საწევროს აქტიურად იხდიდა. გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ამერიკაში მოქმედ სხვადასხვა ქართულ ორგანიზაციებსაც შევხვდეთ.

© Photo: courtesy of Lela Kartveliქართველი ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველი
ქართველი ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველი - Sputnik საქართველო
ქართველი ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველი

- რა საქმიანი შეხვედრები გაიმართა ნიუ-იორკში?
— პირველი საქმიანი შეხვედრა 27 მარტს, ნიუ-ორკში, საქართველოს გენერალურ კონსულთან, ქალბატონ დიანა ჟღენტთან გაიმართა. შეხვედრაზე ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების და საქართველოს საკონსულოს ურთიერთთანამშრომლობის სამოქმედო გეგმა განვიხილეთ. აღნიშნული ღონისძიებები მიეძღვნება შემდეგ მნიშვნელოვან თარიღებს: საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავს,  ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავს და საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს. ნიუ-იორკში, ქვინსის ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან არსებულ ქართულ კუთხეში ჩატარდება ლექცია და მოეწყობა ალექსანდრე ქართველზე გადაღებული ფილმის ჩვენება, რომლის ავტორიც სამხედრო-ექსპერტი, ბატონი ირაკლი ალადაშვილია. 
- ქალბატონო ლელა, ამერიკაში თუ არის თქვენი საზოგადოების წარმომადგენლობა?
— აქამდე არ იყო და სწორედ ახლა, ჩვენი ვიზიტის ფარგლებში გაიხსნება ამერიკაში ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლობა. ამ ღონისძიებას დაესწრებიან: გენერალური კონსული ქალბატონი დიანა ჟღენტი, ქართული დიასპორის თვალსაჩინო წარმომადგენლები, სასულიერო პირები და საპატიო ამერიკელი სტუმრები. როგორც იცით, ქართული კუთხე ნიუ-იორკში სამი წლის წინ,  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით გაიხსნა. ამის გარდა კიდევ სხვა შეხვედრებიც გვაქვს დაგეგმილი და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ვრცელ ანგარიშს გავაკეთებ პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოში, რომლის წევრიც მე ვარ. ჩვენი საზოგადოება ყველანაირად ცდილობს, რომ ალექსანდრე ქართველის საზოგადოების სახელით ბევრი კარგი, ქართული საქმე გაკეთდეს…

ყველა ახალი ამბავი
0