ქართული კინო ლონდონში: ბრიტანელები კლასიკასა და სიახლეებს გაეცნობიან

© FB / Zaza Urushadze კადრი ფილმიდან „აღსარება“
კადრი ფილმიდან „აღსარება“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლონდონელები ნახავენ ელდარ შენგელაიას, მარიამ ხაჭვანის და ზაზა ურუშაძის ბოლო ფილმებს

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ქართული ფილმების მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალი ლონდონში 1-8 მაისს გაიმართება, იუწყება კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ერთი კვირის განმავლობაში Terroirs Trafalgar Square-ში და Regent Street Cinema-ში აჩვენებენ ქართველი რეჟისორების ფილმებს, ჩატარდება თემატური გამოფენები და დისკუსიები. ფესტივალს გახსნის გამოფენა „ქართული კინოაფიშები ეროვნული არქივიდან“ ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაციით. 

პრემია ნიკა - Sputnik საქართველო
ელდარ შენგელაიას „სავარძელი" კინოპრემია „ნიკას" გამარჯვებულია

კინოფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ელდარ შენგელაიას ფილმი „სავარძელი“ (2017), მარიამ ხაჭვანის ფილმი „დედე“ (2017), ზაზა ურუშაძის „აღსარება“ (2017), ასევე ფილმები, რომლებიც ქართული კინემატოგრაფიის კლასიკად იქცნენ.

ქართული კინოს პირველი არაკომერციული ფესტივალი ბრისტოლში 2008 წელს გაიმართა. ღონისძიების მიზანია ბრიტანული აუდიტორიისთვის ქართული კინემატოგრაფის გაცნობა და ქართული ფილმების  პოპულარიზაცია.

წელს კინოფესტივალი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნა.

ყველა ახალი ამბავი
0