მიტროპოლიტმა შიომ და სასულიერო პირებმა მცხეთა აკურთხეს

გამოწერა
ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მღვდელმთავრებმა მსვლელობით მთელ ქალაქში ნაკურთხი წყალი ასხურეს.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ხარების დღესასწაულზე მღვდელმთავრებმა ქალაქი მცხეთა აკურთხეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„მეთერთმეტე საუკუნეში, პატრიარქმა მელქისედეკ პირველმა დააარსა მცხეთის კურთხევის დღე ხარების დღესასწაულზე. მრავალი საუკუნე სრულდებოდა ეს წესი, მაგრამ ეგზარქოსობის პერიოდში შეწყდა ამ ტრადიციის აღსრულება და კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღადგინა. დღეს ჩვენ ვასრულებთ ამას და ვაკურთხებთ მცხეთას და სრულიად საქართველოს“, — განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.

სასულიერო პირებმა წირვაზე სამი ჯვარი აკურთხეს, რომელიც მცხეთის ჯვარზე, თხოთისა და უჯარმის ტაძრებში გადააბრძანეს, რაც ძველ ტრადიციას უკავშირდება.

სვეტიცხოველში საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მღვდელმთავრებმა მსვლელობით მთელ ქალაქში ნაკურთხი წყალი ასხურეს.

სიონის საკათედრო ტაძარი - Sputnik საქართველო
ილია მეორემ საქართველოს მოსახლეობას ხარების დღესასწაული მიულოცა

მცხეთის კურთხევის უძველესი ტრადიცია ილია მეორის კურთხევით სამი წლის წინ აღდგა.

7 აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, ხარებას აღნიშნავს. 

სახარების მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზმა შვიდ აპრილს ახარა ქალწულ მარიამს, რომ ის შობდა იესო ქრისტეს. ამ დღეს ღვთისმშობელთან ერთად, მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა.

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა ეკლესია–მონასტერში საზეიმო წირვა–ლოცვა აღევლინება.


ყველა ახალი ამბავი
0