ბათუმის მერიამ აღდგომის დღეებში უფასო ავტობუსები დანიშნა

გამოწერა
11 ნომერი მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ბათუმში ორი დღის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს ქალაქის სასაფლაოზე უფასოდ მიიყვანს, ნათქვამია ბათუმის მერიის ვებგვერდზე გავრცელებულ განხადებაში.

კუკიის სასაფლაო - Sputnik საქართველო
სააღდგომოდ თბილისში მოქალაქეებს უფასო ტრანსპორტი მოემსახურება

ეს გადაწყვეტილება ქალაქის ხელისუფლებამ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მიიღო. სასაფლაოს მიმართულებით ავტობუსები 8 და 9 აპრილს 07:00 საათიდან 23:00 საათამდე იმოძრავებს.

11 ნომერი მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

გარდა ამისა, უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს დედაქალაქში და ქალაქ რუსთავშიც. 

მუნიციპალური ტრანსპორტი  მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მგზავრებს მეტრო „დიდუბიდან“ გაიყვანს, ხოლო კუკიასა და მახათას სასაფლაოების მიმართულბით სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან გავა, საბურთალოს სასაფლაოზე ავტობუსები  მეტრო „დელისიდან“, თბილისის ზღვის სასაფლაოზე კი მეტრო „სარაჯიშვილიდან“. ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტრო „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან.


ყველა ახალი ამბავი
0