სკანდალი ხაშურში - მუნიციპალიტეტის მერს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

© photo: Sputnik / Valeriy Melnikov / გადასვლა მედიაბანკშიქალი წერილს კითხულობს
ქალი წერილს კითხულობს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო პერიოდში სექსუალური შევიწროების ბრალდებით თანამდებობა რამდენიმე ადამიანმა დატოვა

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით მორიგ ბრალდებებს ამჯერად ხაშურის მერს, გიორგი გურასპაშვილს უყენებენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi. 

კალაუბანი - Sputnik საქართველო
ბრალდება – სექსუალური შევიწროება: საჯარო რეესტრის უფროსმა თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა

ინფორმაცია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ტელეკომპანია „თრიალეთმა“ გაავრცელა. 

როგორც ცნობილია, 40 წლამდე ქალმა ამ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს წერილობით მიაწოდა. საქმის კურსში არიან ასევე ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე და მმართველი პარტია,,ქართული ოცნების" სხვა ლიდერები.

ანონიმური წყაროს ცნობით,  მის მიმართ სექსუალური შევიწროვების ფაქტი ავტომანქანაში, 2018 წლის 26 თებერვალს მოხდა. 

,,ვახშმის დამთავრების შემდეგ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის მანქანით წაყვანა შემომთავაზა. წინა სავარძლები ეკავათ მძღოლს და საკრებულოს თავმჯდომარეს. ხოლო მე უკანა სალონში მჯდომ მერის გვერდით აღმოვჩნდი, სადაც მან, ჩემს  გარდა,  შემოიპატიჟა ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი და ტელეოპერატორი. მანქანაში ხელოვნური სივიწროვით ისარგებლა მთვრალმა გიორგი გურასპაშვილმა და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ჯერ მის მუხლებზე აღმოვჩნდი, შემდეგ კი, მთელი გზა, რესტორან,,დიაოხიდან"  ხაშურამდე ახდენდა ჩემ შევიწროებას არაესთეტიური ქმედებებით," — აცხადებს  დაზარალებული.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხაშურის მერი ადვოკატებთან კონსულტაციებს უკვე გადის. მისი განმარტებით,  მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და აღნიშნული ცილისწამება  მისი დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვას ემსახურება.

„ეს არის ძალიან ბინძური ცილისწამება, რომელსაც პასუხს იმ ორგანოებში გავცემ, სადაც ამ ყველაფერს იკვლევენ. ეს არის ჩემი დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედება“, — განაცხადა გიორგი გურასპაშვილმა. 

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული დევდარიანი სასამართლოში მიდის

გიორგი გურასპაშვილი ხაშურის მერი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. 2014 წლიდან იგი ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.

ბოლო პერიოდში სექსუალური შევიწროების ბრალდებით თანამდებობები   საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძემ  და არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას" გენერალურმა დირექტორმა ზვიად დევდარიანმა დატოვეს. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA) მიწვეულ ლექტორს, ზაზა სიამაშვილს შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, რომელიც მან Facebook-გვერდზე განათავსა, კონტრაქტი შეუწყვიტა.

საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სექსუალური შევიწროება არის არასასურველი, სექსუალური შინაარსის მქონე ნებისმიერი ქმედება.

საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება მოიცავს: სექსუალური ხასიათის კომენტარებს, უხამს ხუმრობებს, მიშტერებას, სტვენას, ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნას, რომელიც უარის შემდეგაც გრძელდება; ასევე სხეულზე შეხება უნებართვოდ, უფროსის მხრიდან სექსუალური ურთიერთობების მოთხოვნა დაწინაურების ან სამსახურიდან არგაგდების სანაცვლოდ და სხვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0