კიევის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული იორდანიის მოქალაქეა

გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, კიევის ქუჩაზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი დაუდევრობა იყო

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. თბილისში, კიევი ქუჩაზე ორსართულიან საცხოვრებელ სახლში  გაჩენილი ხანძრის შედეგად იორდანიის მოქალაქე დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
კიევის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

კიევის ქუჩის №3-ში  მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ სახლში  ხანძარი დღეს გამთენიისას გაჩნდა. ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. დაღუპული 71 წლის მამაკაცია. 

„წინასწარი ინფორმაციით, კიევის ქუჩაზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი დაუდევრობა იყო. ჰოსტელად გადაკეთებულ სახლში ხანძარი დაახლოებით 09:00 საათზე დაფიქსირდა. ის უცხოეთის მოქალაქეებზე იყო გაქირავებული. სამწუხაროდ, გარდაიცვალა იორდანიის მოქალაქე. ერთი დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში“,  — განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა  ზურაბ ჩიკვილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად   200 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სახურავსა და მეორე სართულს გაუჩნდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0