ქართველი დეპუტატები აღდგომის დღესასწაულის შემდეგ მოსკოვში გაემგზავრებიან

© Sputnik / Denis Aslanov„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პრესკონფერენცია
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პრესკონფერენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრები დარწმუნებული არიან, რომ ქვეყნის ტერიტორიის გამთლიანება რუსეთის გარეშე შეუძლებელი იქნება

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები მოსკოვში მორიგ ვიზიტს აღდგომის დღესასწაულის შემდეგ გეგმავენ, განაცხადა ადა მარშანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

დეპუტატის აზრით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ახალი სამშვიდობო ინიციატივის — „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" რეალიზაცია, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, რუსეთის გარეშე შეუძლებელია.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
კარასინთან შეხვედრები საფრთხეშია? - აბაშიძე საქართველოდან რუსი დიპლომატის გაწვევას აფასებს

„ეს დამატებითი ბერკეტები, მექანიზმები კარგი შეთავაზებებია, მაგრამ ჩვენი საზოგადოება ხელისუფლებისგან ელოდება, რომ ის კონცეფციას, სრულ გეგმასა და ხედვას დადებს იმისა, თუ როგორ ხედავს ქვეყნის გამთლიანებას. მთავარი ესაა", — აღნიშნა მარშანიამ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება გვთავაზობს დამატებით სიკეთეებს და არა ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ გეგმას.

„იმისთვის, რომ ხელი არ შეგვეშალოს, უპირველესად, რუსულ მხარესთან უნდა ვმუშაობდეთ, რასაც ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია აკეთებს. ამ დღესასწაულების მერე მოსკოვში ვიზიტი გვაქვს დაგეგმილი. იმავე შემადგენლობით წავალთ, როგორც აქამდე ვიყავით", – განაცხადა ადა მარშანიამ.

მარშანია „პატრიოტთა ალიანსიდან" ქართველი სამი დეპუტატიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც 2017 წელს მოსკოვში ორჯერ — ივლისსა და ოქტომბერში იმყოფებოდა. დეპუტატები მოსკოვში შეხვდნენ პარლამენტის წევრებს, მათ შორის სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარეს დსთ-ის საკითხებში ლეონიდ კალაშნიკოვსა და ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს საერთაშორისო საკითხებში კონსტანტინ კოსაჩოვს.

ნიკოლაი სილაევი - Sputnik საქართველო
პოლიტოლოგის მოსაზრება: რუსეთის ვიზების გაცემა გართულდება

მოსკოვში პირველი გამგზავრების დროს ქართველი დეპუტატები რუს დეპუტატებს პარლამენტთაშორისი ჯგუფის შექმნის თაობაზე შეთანხმდნენ.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფორმატში მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0